თქვენ უკვე შეგიძლიათ მობილური აპლიკაციის მეშვეობით ადევნოთ თვალი საკუთარ საკრედიტო ისტორიას

თქვენ უკვე შეგიძლიათ მობილური აპლიკაციის მეშვეობით ადევნოთ თვალი საკუთარ საკრედიტო ისტორიას

"კრედიტინფო საქართველოს" მიერ შეიქმნა მოსახერხებელი მობილური აპლიკაცია, რომლითაც შეგიძლიათ მართოთ საკუთარი საკრედიტო ისტორია.

ახლა უკვე პირდაპირ თქვენი მობილურიდან შეგიძლიათ გაეცნოთ საკუთარ საკრედიტო რეპორტს, თვალი ადევნოთ ქულას და მიიღოთ შეტყობინებები საკრედიტო ისტორიაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ. მობილური აპლიკაციის დახმარებით საკუთარი საკრედიტო ისტორიის დათვალიერება არ ახდენს გავლენას საკრედიტო რეიტინგზე.

საკრედიტო რეპორტიარის თქვენი ფინანსური მონაცემების ერთობლიობა, რომელიც შეგროვებულია ბანკებსა თუ სხვა საკრედიტო კომპანიებთან თქვენი ფინანსური ურთიერთობის ფარგლებში. თუ ერთი სესხი მაინც გქონიათ, აუცილებლად გექნებათ საკრედიტო ისტორია. საკრედიტო რეპორტი სწორედ საკრედიტო ისტორიის სურათს წარმოადგენს.

საკრედიტო რეპორტი ყურადღების ცენტრში ექცევა, როდესაც საქმე სესხის აღებას ეხება. საკრედიტო ისტორია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელზე დაყრდნობითაც ხდება სასესხო გადაწყვეტილებების მიღება. საკრედიტო ისტორიამოწმდება ყოველთვის, როდესაც თქვენ სესხის მოთხოვნის განაცხადს ავსებთ.ზოგჯერ,თანამშრომლის აყვანაზე გადაწყვეტილების მიღებისას, საკრედიტო ისტორიას განიხილავენ დამსაქმებლებიც.

საკრედიტო ორგანიზაციებისგან ფინანსური მხარდაჭერის კარგი პირობებით მისაღებად მნიშვნელოვანია კარგი საკრედიტო ისტორიის ქონა.

მონაცემების სტატისტიკური დამუშავების შედეგად გამოითვლება საკრედიტო ქულა. საკრედიტო ქულა გამოიხატება რიცხვებით და 0-დან 400-მდე მერყეობს. საკრედიტო ქულა ხელს უწყობს საკრედიტო დაწესებულებებს, განსაზღვრონ, რამდენად მოსალოდნელია დროული გადახდა სესხის დაფინანსების შემთხვევაში. საკრედიტო ქულა დაგეხმარებათ საკრედიტო მომსახურების მიღების გაუმჯობესებაში. რაც უფრო მაღალია ქულა, მით მცირეა თქვენი მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის ალბათობა.

მობილური აპლიკაციის მეშვეობითსაკრედიტო ისტორიის გაკონტროლებით დროულად შეძლებთ არასწორ ინფორმაციაზე რეაგირებას და თქვენი ქულის გაუმჯობესებაზე ზრუნვას.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის