პროექტის "10 ღვინო რომლიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ"  ფარგლებში კომპანიებისგან ღვინის ნიმუშების მიღება დაწყებულია

პროექტის "10 ღვინო რომლიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ"  ფარგლებში კომპანიებისგან ღვინის ნიმუშების მიღება დაწყებულია

ქართული ღვინის 10 რჩეული სახეობა ცნობილია, ახლა კი ამ სახეობების მწარმოებელი საუკეთესო კომპანიების გამოვლენის პროცესი მიმდინარეობს. პროექტში "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" მონაწილეობა შეუძლია ღვინის მწარმოებელ ყველა კომპანიას, რომელიც რჩეული სახეობების ღვინოს აწარმოებს. ღვინის ნიმუშების მიღება უკვე დაწყებულია და პროცესი 24 მარტს დასრულდება.

საფერავი, ტვიში, წინანდალი, ციცქა, ქინძმარაული, რქაწითელი, ხვანჭკარა, მუკუზანი, ქისი და მწვანე - ეს კი რჩეული სახეობების ჩამონათვალია, რომელიც ფართო საზოგადოებისა და ღვინის ექსპეტების მონაწილეობით გამოვლინდა. 7 მარტს პროექტის "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" ორგანიზატორის "პალიტრა მედია ჰოლდინგის" წარმომადგენლებმა პროექტი "ბიბლუსი გალერეაში" სპეციალურად მოწვეულ სტუმრებს, ღვინის კომპანიების წარმომადგენლებსა და ღვინის ექსპერტებს წარუდგინეს.

"ღვინის მწარმოებლებს ჩვენი შედეგები გავაცანით. ახლა კი მათ ვიწვევთ, რომ რეგისტრაცია გაიარონ და მონაწილეობა მიიღონ პროექტის მეორე ეტაპში, რომლის ფარგლებშიც უკვე ღვინის კომპანიების გამოვლენა მოხდება. ჩვენ მზად ვართ კონსულტაცია გავუწიოთ და სრული ინფორმაცია მივაწოდოთ ნებისმიერ დაინტერებულ კომპანიას. მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან ეს არის ეროვნული პროექტი, რომელიც საბოლოოდ ქართული ღვინის ადგილობრივ და საერთაშორისო პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს," - განმარტავს "პალიტრა მედია ჰოლდინგის" მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გენერალური დირექტორის მოადგილე ირაკლი საამიშვილი.

ღვინის კომპანიების რეგისტრაციის შემდეგ პროექტის ორგანიზატორი "პალიტრა მედია ჰოლდინგი" ორ ბრმა დეგუსტაციას მოაწყობს, რომლის შედეგადაც უკვე გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდებიან. პირველი ბრმა დეგუსტაცია 29 მარტს გაიმართება და ის საზოგადოების ფართო ფენებისთვის, ცნობილი სახეებისთვისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის მოეწყობა. 2-3 აპრილს კი, ასევე, ბრმა დეგუსტაციის საფუძველზე ღვინის ექპერტები გამოავლენენ რჩეულ ღვინის კომპანიებს . დეგუსტაციამდე მათი ვინაობა კონფიდენციალურია.

პროექტის ორგანიზატორების განმარტებით, დეგუსტაციისა და კომპანიების გამოვლენის პროცესის დასრულებისთანავე დაიწყება პროექტის პრომოუშენი და მალე ბაზარზე გამოჩნდება 10 ქართული ღვინოც, რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ. საუკეთესო ღვინოებით ღვინის სასაჩუქრე/საკოლექციო/ტურისტული 5-5 ბოთლიანი შეფუთვა შეიქმნება და ფართო გაყიდვაში იქნება.

პროექტის ორგანიზატორები და ღვინის კომპანიების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ პროექტი "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" დადებითაც იმოქმედებს როგორც თავად კომპანიების, ისე ზოგადად ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე.

პროექტი 15 ოქტომბერს "ქართული ღვინის ფესტივალზე" დაიწყო, სადაც პირველი ბრმა დეგუსტაცია გაიმართა. მას შემდეგ ხმის მიცემა შესაძლებელი იყო ონლაინ რეჟიმში, ღვინის ონლაინ მაღაზიის ვებ-გვერდზე allwine.ge-სა და ambebi.ge-ზე, სადაც ხმა 200 000-მდე ადამიანმა მისცა საკუთარ რჩეულს. პარალელურად, პროექტის ფარგლებში საჯარო თავშეყრის ადგილებში მოეწყო არაერთი ღონისძიება, სადაც ღვინის ბრმა დეგუსტაცია და ფარული კენჭისყრა მიმდინარეობდა. სტუმრები დაგემოვნების შედეგად შერჩეულ ღვინოს ისე აძლევდნენ ხმას, რომ არ იცოდნენ, რომელი სახეობა იყო. ასევე, გამოკითხვის ფორმა და პროექტის საიმიჯო კომუნიკაცია იბეჭდებოდა გაზეთ "კვირის პალიტრისა" და ჟურნალ "გზის" ყოველკვირეულ გამოცემებში. საერთო ჯამში პროექტში საზოგადოების ძალიან მაღალი ჩართულობა დაფიქსირდა. რჩეული 10 ღვინის სახეობა სწორედ ხალხის შერჩეულია.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის