პოეზიის საერთაშორისო დღე "ბიბლუსში" და შეხვედრა საბას ლაურეატ ვახტანგ ჯავახაძესთან

პოეზიის საერთაშორისო დღე "ბიბლუსში" და შეხვედრა საბას ლაურეატ ვახტანგ ჯავახაძესთან

21 მარტს მსოფლიოს მასშტაბით პოეზიის დღე აღინიშნება. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი", საბას ლაურეატ ქართველ პოეტს, ვახტანგ ჯავახაძეს მასპინძლობს გამომცემლობა "ინტელექტთან" ერთად, რომელმაც გამოსცა მისი ლექსების კრებულები.

საღამოს ფარგლებში "ბიბლუსს" ეწვევიან ახალგაზრდა ქართველი პოეტებიც, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კომპანიის მიერ სოციალურ ქსელში ორგანიზებულ პოეზიის კონკურსში. ისინი საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ მოსულ სტუმრებს და სწორედ ამ საღამოს გამოვლინდებიან საზოგადოებისა და "ბიბლუსის" რჩეული მონაწილეები, რომლებიც კომპანიისგან საინტერესო საჩუქრებს მიიღებენ.

პოეზიის საღამოს პარტნიორია კომპანია allwine.ge, რომელიც მოსულ სტუმრებს "ახმეტის ღვინის სახლის" მიერ წარმოებული განსაკუთრებული ღვინით გაუმასპინძლდება.

საღამოს მუსიკალურად გააფორმებს საქსაფონი. მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან თანამედროვე ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლობის წარმომადგენლები.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ სწორედ 21 მარტიდან იწყება პოეზიის კვირეული "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში, რომლის ფარგლებშიც 60-მდე პოეტური კრებულის შეძენას მომხმარებელი 50%-მდე ფასდალკლებით შეძლებს. აქცია 27 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

მათთვის ვისაც უყვარს პოეზია და 21 მარტის საღამოსთვის ჯერ არაფერი დაუგეგმავს, "ბიბლუსში" დაგეგმილი პოეზიის საღამო ნამდვილად შესანიშნავი არჩევანია, სადაც არამარტო დროის სასიამოვნოდ გატარებას, არამედ სასურველი წიგნების შერჩევასა და ფასდაკლებით შეძენასაც მოახერხებენ.

პოეზიის საღამო გაიმართება „ბიბლუსი გალერეაში“, ჭავჭავაძის #7. დასაწყისი: 20:00 საათი

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს