წიგნი საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, ქალაქსა თუ სოფელში - რა შესაძლებლობას აძლევს მკითხველებს www.biblusi.ge

წიგნი საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, ქალაქსა თუ სოფელში - რა შესაძლებლობას აძლევს მკითხველებს www.biblusi.ge

წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი", რომელიც საქართველოს მასშტაბით 57 მაღაზიას აერთიანებს, მეათე წელია წარმატებით ინარჩუნებს მკითხველთა კეთილგანწყობას, ერთგულად ემსახურება მომხმარებლებს და კომპანიის მთავარ მიზანს - მეტი წიგნი საზოგადოებას.

სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, ინტერნეტსივრცეში www.biblusi.ge-ის ჩაშვების შემდეგ, მნიშვნელოვანი გახდა ისეთი შესაძლებლობის შექმნა, რომელიც წიგნებს ხელმისაწვდომს გახდიდა არა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მათ "ბიბლუსის" მაღაზიებში შეიძენდნენ, არამედ მათთვის, რომლებიც სასურველი წიგნის შეძენას საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, ქალაქასა თუ სოფელში, სახლიდან გაუსვლელად შეძლებდნენ.

"ჩვენი გუნდის მთავარი მისია ქვეყანაში წიგნიერების დონის ამაღლებაა. ონლაინგამოწერის ფუნქცია მართლაც რომ უნიკალური შესაძლებლობაა მიიღოთ სასურველი წიგნი საქართველოს ნებისმიერ წერტილში. გვიხარია, რომ რეგიონებში წიგნების გამოწერის ინტერესი ყოველდღიურად მატულობს",- განაცხადა "ბიბლუსის" ონლაინ მარკეტინგის სპეციალისტმა კესო სანიკიძემ და დასძინა, რომ მომხმარებლების წახალისების მიზნით, www.biblusi.ge სხვადასხვა სახის ფასდაკლებებს აწესებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ვებგვერდზე მოქმედებს. "ბიბლუსის" წარმომადგენელმა www.biblusi.ge-ზე, პროდუქციის გამოწერის მარტივ პროცედურაზეც გაამახვილა ყურადღება.

"სასურველი პროდუქტის, მათ შორის წიგნის გამოწერისთვის, მომხმარებელს მხოლოდ ავტორიზაციის გავლა და მისი კალათაში დამატება ესაჭიროება. ვებგვერდზე მოცემული ინსტრუქცია თითოეულ ნაბიჯს კიდევ უფრო ამარტივებს. ამას გარდა, ჩვენი გუნდიც მუდმივად მზადაა კონსულტაცია გაუწიოს ნებისმიერ მსურველს ონლაინჩათის ან ცხელი ხაზის დახმარებით. თბილისში, ონლაინ შეძენის შემთხვევაში სასურველი პროდუქციის ტრანსპორტირებას ერთი ან ორი დღე ესაჭიროება. რეგიონებში - საშუალოდ 3 დღე",-განაცხადა სანიკიძემ.

აღსანიშნავია, რომ "ბიბლუსის" განახლებულ ვებგვერდს www.biblusi.ge-ის თავისი მომხმარებლისთვის ახლაც არაერთი საინტერესო შეთავაზება აქვს. 15 დან 22 მარტის ჩათვლით, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი TOP თრილერის სერიის წიგნებზე -30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. აქცია "ბიბლუსის" 57 ფილიალში ვრცელდება. მათ შორის ვებგვერდზეც, თუმცა იმ განსხვავებით, რომ თუ მათი შეძენისას, წიგნების ღირებულება 20 ან მეტი ლარის იქნება, ტრანპორტირება საქართველოს ნებისმიერ რეგიონში უფასოდ განხორციელდება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ TOP თრილერის გარდა, www.biblusi.ge-ზე სხვა საინტერესო შეთავაზებაც მოქმედებს. 15 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით, მკითხველებს შესაძლებლობა აქვთ -30%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ სახალხო ლიტერატურული კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორის გამარჯვეულის" წიგნები: შორენა ხუხუას "შემოვალ ეტლით", ელის დოჯსონის "რაფლეზია", თათული ღვინიანიძის "აღიარება ხელისგულზე" და ია კარგარეთელის "სხვა უდაბნოს საიდუმლო".

ზემოთ ხსენებულ შეთავაზებებთან ერთად, www. biblusi.ge მომხმარებლებს საკანცელარიო ნივთებს, სხვადასხვა სახის აქსესუარებს და სანათებს სთავაზობს, რომელთა ღირებულებაც საშუალოდ 19 ლარიდან იწყება. როგორც ვებგვერდზეა დაანონსებული, სულ მალე, ერთერთი ყველაზე ხარისხიანი და სასურვლი ბრენდის Camelion-ის სანათებთან დაკავშირებით, მომხმარებლებს საინტერესო შეთავაზება ელით.

ონლაინსივრცეში არსებული წიგნის მაღაზიებისგან ბიბლუსის განახლებული ვებგვერდი www.biblusi.ge არაერთი ნიშნით განსხვავდება:

პირველი და ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ვებგვერდი წიგნების ტრანსპორტირებას საქართველოს ნებისმიერ წერტილში უზრუნველყოფს, რითაც წიგნს, ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის;

ხშირად სთავაზობს მკითხველებს სიახლეს და ფასდაკლებას ცნობილ ბესტსელერებზე;

მოიცავს წიგნების ფართო ასორტიმენტს. მკითხველებს შეუძლიათ შეიძინონ არა მხოლოდ ქართული ან უცხოენოვანი ლიტერატურა, არამედ საკანცელარიო ნივთები და ძვირადღირებული სხვადასხვა სახის საჩუქრები;

მაშ ასე, "ბიბლუსის" განახლებულ ვებგვერდს, www.biblusi.ge-ს, რომელიც ორიოდე თვეა ინტერნეტსივრცეში ჩაეშვა, თუმცა მალევე მოიპოვა პოპულარობა, დახვეწილი დიზაინი და წიგნის გამოწერის მარტივი ფორმა აქვს. ის ნებისმიერი ასაკის მომხმარებელზეა მორგებული;

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს