ეკონომიკის სამინისტრო იმ კომპანიის საქმიანობის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც გუდაურში საბაგიროზე მომხდარ შემთხვევას შეისწავლის

ეკონომიკის სამინისტრო იმ კომპანიის საქმიანობის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც გუდაურში საბაგიროზე მომხდარ შემთხვევას შეისწავლის

ეკონომიკის სამინისტრო კომპანია "ბიურო ვერიტასის" საქმიანობის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც გუდაურში საბაგიროზე მომხდარ შემთხვევას შეისწავლის.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანია „ბიურო ვერიტასი“ 1828 წელს შეიქმნა და დღეისთვის მსოფლიო ლიდერია ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტესტირება, ინსპექტირება და სერტიფიცირება.

"კომპანიას აქვს სპეციალური ქვედანაყოფი საბაგირო ლიფტების შემოწმებისა და ექსპერტიზის, ასევე გუდაურში მომხდარი მსგავსი შემთხვევების ექსპერტული გამოძიების.

"ბიურო ვერიტასის" ექსპერტული მომსახურება უზრუნველყოფს კომპანიების ხარისხთან შესაბამისობას, უსაფრთხოების დაცვას, გარემოს დაცვასა და სოციალურ პასუხისმგებლობას.

"ბიურო ვერიტასს" მსოფლიოს 140 ქვეყანაში 1 400 ოფისი და ლაბორატორია აქვს. კომპანიაში 69 000 თანამშრომელია დასაქმებული. კომპანიის დამკვეთთა რაოდენობა კი 400 000-ს აღწევს.

"ბიურო ვერიტასი" მსოფლიოში აღიარებულია, როგორც სანდო ტექნიკური ექსპერტიზის კომპანია. ასევე მაღალი სანდოობით სარგებლობს კომპანიის მიერ გაცემული აკრედიტაცია", - ნატქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში. "ბიურო ვერიტასის"“ ექსპერტები გუდაურში, 16 მარტს საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შესასწავლად საქართველოში იმყოფებიან. კომპანიის წარმომადგენლებმა გუდაურში საორგანიზაციო შეხვედრა უკვე გამართეს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ასევე საქართველოს პროკურატურის, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები და შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტები. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომპანიის წარმომადგენლები უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მივიდნენ და ვითარებას ადგილზე ეცნობიან.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ