"ლამაზი არასოდეს ვყოფილვარ. უბრალოდ, ვცდილობდი, ყველაფერი ლამაზად მეკეთებინა" - მარინა თბილელი

"ლამაზი არასოდეს ვყოფილვარ. უბრალოდ, ვცდილობდი, ყველაფერი ლამაზად მეკეთებინა" - მარინა თბილელი

თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო. იმ წლებში პლეხანოვის გამზირზე ხშირად ხედავდნენ ბედნიერებით აღსავსე, ლურჯთვალებიან, ტანაშოტილ ქალიშვილს. იგი მომხიბლავი ღიმილით ანდამატივით იზიდავდა ხალხის ყურადღებას. მიდიოდა ნარნარი ნაბიჯით, მსუბუქად, ელეგანტური სინატიფით... გამვლელები კი ჩერდებოდნენ და კარგა ხანს მზერით მიაცილებდნენ.

ეს ქალი მარინე თბილელი გახლდათ - მხიარული, ლაღი და ხალისიანი. ბევრი მას ულამაზეს ქალად აღიარებდა, თუმცა თვითონ ასე არ თვლიდა და ამბობდა: "მე ლამაზი არასოდეს ვყოფილვარ. უბრალოდ, ვცდილობდი, ყველაფერი ლამაზად მეკეთებინა. ძალიან მიყვარდა ცეკვა და ყოველთვის ვცეკვავდი. გინახავთ, იპოდრომზე ცხენი რომ გამოჰყავთ, რა გრაციოზულად, ამაყად გამოდის თავლიდან? ასე გამოვდიოდი მეც სცენაზე... მინდოდა ყველაფერი კარგად და მომხიბვლელად გამომსვლოდა და როგორც ჩანს, გამომდიოდა კიდეც, ამიტომაც ამბობდნენ ჩემზე, ლამაზიაო..."

არსებობს ერთი ანკეტა, რომელიც მარინე თბილელმა შეავსო წლების წინ: "დაბადების თარიღი - 1920 წლის 25 ოქტომბერი.

დაბადების ადგილი - თელავი.

ზოდიაქოს ნიშანი - ღრიანკალი.

სიმაღლე - 1 მეტრი და 64 სმ.

წონა - ხანში შესვლისას 70.

თვალები - ცისფერი.

თმა - ღია წაბლისფერი.

ოჯახური მდგომარეობა - მთელი დღე ვტრიალებ ციბრუტივით, და აი, 30 წელიწადია, მე და ჩემი ძვირფასი მეუღლე სიამტკბილობით ვუქცევთ ერთმანეთს ღრანჭს.

უახლოესი ნათესავები - ვაჟიშვილი - აკაკი ვასაძე (მწერალი), ქალიშვილი - ბარბარე დვალიშვილი (მსახიობი).

მოწოდება - თეატრი (ბავშვობიდან).

თქვენი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი - თეატრალურ ინსტიტუტში მცირე სცენის გახსნა, პარტნიორობა ქართული სცენის კორიფეებთან და პირველი გასვლა საფრანგეთში.

ოცნების ასრულება - რუსთაველის თეატრში დაბრუნება.

რომელი დრო გირჩევნიათ - საღამოს 8 საათი, სპექტაკლის დაწყების დრო.

საყვარელი ქალაქი - თბილისი, სიღნაღი, თელავი.

დევიზი - სიყვარული, სიკეთე.

საყვარელი როლი - თეკლა ბატონიშვილი, კეკელა, მილენილა, იორკის მთავრის მეუღლე.ყველაზე დიდი სიხარული - როდესაც დედა გავხდი.

თქვენი ხასიათი - კაპარჩხანა.

თქვენი სისუსტე - კაკლის მურაბა, ვარდის მურაბა და ლობიო.

თქვენი ღირსება - ვარ ერთგული.

რისი გეშინიათ? - სიბერის და სცენის მიტოვების".

აი, ეს გახლავთ ანკეტა (შემოკლებული სახით), რომლითაც იხატება მსახიობი ქალის პორტრეტი. განაგრძეთ კითხვა

52 წლის ჯულია რობერთსი საცურაო კოსტუმში - მსახიობის ახალმა პაპარაცულმა ფოტოებმა ფანები აღაფრთოვანა

"დიდებული საუკუნის" მსახიობმა პოლიციელები დაჭრა და მძევლები აიყვანა -  მას 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

მონიკა ბელუჩის ქალიშვილის თვალისმომჭრელი სილამაზე - ახალი ფოტოები Dolce & Gabbana-ს რეკლამიდან