კანადა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 4,6 მილიარდ დოლარს გამოყოფს

კანადა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 4,6 მილიარდ დოლარს გამოყოფს

კანადა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 4,6 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს, - ამის შესახებ ნათქვამია კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.თანხა პირველადი დახმარების აღჭურვილობის შეძენისა და უკრაინელი სამხედროების სწავლებაში დაიხარჯება.

„კანადა უპირობოდ უჭერს მხარს უკრაინას. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლას, მათ შორის ეკონომიკური სანქციების გზით, ვიდრე ის არ შეასრულებს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და უკრაინის სუვერენიტეტს არ დაიცავს“, - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა ქრისტინა ფრილანდმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ კანადა არ აღიარებს რუსეთის პრეზიდენტის უკანონო არჩევნებს ოკუპირებულ ყირიმში. ამასთანავე, ფრილანდმა მოსკოვს ყველა პოლიტმატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

ერდოღანის სიძე და კაცი, რომელმაც სამხედრო დრონები თანამედროვე ეპოქის იარაღად აქცია - ვინ არის სელჩუკ ბაირაქტარი

როგორ აქციეს უწყინარი საჰაერო ბუშტები "ცეცხლოვან იარაღად" და რას უპირისპირებს მას ისრაელი?

რუსული თანამგზავრი, რომლითაც ირანი შეძლებს, თვალყური ადევნოს პოტენციურ სამხედრო სამიზნეებს ახლო აღმოსავლეთში - რას გეგმავს რუსეთი?