რუსეთი დიდი ბრიტანეთის საელჩოს 23 თანამშრომელს ქვეყნიდან გააძევებს

რუსეთი დიდი ბრიტანეთის საელჩოს 23 თანამშრომელს ქვეყნიდან გააძევებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "პერსონა ნონ-გრატად" გამოაცხადა დიდი ბრიტანეთის საელჩოს 23 თანამშრომელი და მოითხოვა, რომ მათ ერთი კვირის ვადაში დატოვონ ქვეყანა, - იუწყება სააგენტო "რია ნოვოსტი" რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

ამასთან, მოსკოვმა უკან გაიწვია თანხმობა ბრიტანეთის საკონსულოს გახსნასთან დაკავშირებით სანკტ-პეტერბურგში. ასევე შეწყდება ბრიტანეთის საბჭოს საქმიანობა მისი სტატუსის დაურეგულირებლობის გამო.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ 14 მარტს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ოფიციალურმა მოსკოვმა არ უპასუხა ლონდონის მოთხოვნას, განემარტა, თუ როგორ მოხვდა რუსეთში შემუშავებული მომწამლავი ნივთიერება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე