"ყაზტრანსგაზ-თბილისი" განცხადებას ავრცელებს

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" განცხადებას ავრცელებს

"ყაზტრანსგაზ-თბილისი"-ს ინფორმაციით, თბილისის გაზმომარაგების ქსელის დივერსიფიკაციისა და ახალი მომხმარებლების გაზის ქსელზე დაერთების მიზნით, 19 მარტს, 23:00 საათიდან დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება.

კერძოდ, გაზმომარაგება შეუწყდება ც. დადიანის ქუჩის №7, №21/23, პ.სააკაძის ქუჩის №19, №29, გროზნოს ქუჩის №11, №13, ტერენტი გრანელის ქუჩის №10-12, მარჯანიშვილის ქუჩის №48-58, №53-67, ნორიოს აღმართის, დავით აღმაშენებლის გამზირის ნაწილის, ჩიტაიას, ჩიქობავას, ლამის, ლარეხის, მნათობის, ჩეჩელაშვილის, მამარდაშვილის, ზაზიაშვილის, მარუაშვილის, აფხაზეთის, 9 ძმის, აგარის, სამურზაყანოს, გროზნოს, მამრაძის, როსტოვის, კლდიაშვილის, ჩანჩიბაძის, თეთნულდის, კიკვიძის, სულუხიას, ახალციხის, კ.აბაშიძის, მაზნიაშვილის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, კალანდარიშვილის, ტ.გრანელის, წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილის, ტურგენევის, ბენაშვილის, ფიროსმანის, ერისთავის და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას.

გაზმომარაგება ასევე შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ საჯარო დაწესებულებებსა და კომერციულ ობიექტებს, მათ შორის: საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეც.სამსახურს, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს, №26, №30 და №36 საჯარო სკოლებს, შპს „კავკასიის უნივერსიტეტს“, №69 და №34 საბავშვო ბაგა-ბაღებს და სხვა.

გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყება სამშაბათს, 20 მარტს, დილის 10:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებლობას იხსნის.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ