გუდაურის ყველა სათხილამურო ტრასაზე, გარდა დაზიანებული საბაგიროს მონაკვეთისა, მოთხილამურეთა დაშვება ნებადართულია

გუდაურის ყველა სათხილამურო ტრასაზე, გარდა დაზიანებული საბაგიროს მონაკვეთისა, მოთხილამურეთა დაშვება ნებადართულია

ამ ეტაპზე გუდაურის ყველა სათხილამური ტრასაზე, გარდა დაზიანებული საბაგიროს მონაკვეთისა, მოთხილამურეთა დაშვება ნებადართულია. როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა, ლევან ზაუტაშვილმა განაცხადა, მას პირადად ჰქონდა კომუნიკაცია ადგილზე მყოფ ტურისტებთან და მათი უმეტესობა ადგილზე რჩება.

მისივე თქმით, გუდაური ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ტურისტების მიღებას და მათთვის სხვადასხვა სახის მომსახურება ჩვეულებისამებრ ხელმისაწვდომია. ადგილზე კვლავ იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების სამსახურის, მთის კურორტების განვითრების კომპანიისა და შს სამინისტროს წარმომადგენლები.

„ადგილზე იმყოფება სამაშველო სამსახურის უფროსი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ადგილობრივი ხელმძღვანელობა, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი და ა.შ. ჩემს მიერ ჩამოთვლილმა ყველა ადამიანმა გავინაწილეთ სასტუმროები, რომლებიც აქტიურად არის დატვირთული ამ ეტაპზე. ტურისტები რჩებიან ადგილზე. მათი ვიზიტი გრძელდება. ამ დროისთვის ღამის სრიალი ყველა საბაგიროზე, ყველა მიმართულებით მიმდინარეობს, გარდა იმ ერთისა, სადაც დღეს ეს უბედურება მოხდა“, - განაცხადა ლევან ზაუტაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი