სავარაუდოდ, იყო ძაბვის ვარდნის პრობლემა... - რა მიზეზებზე საუბრობს ყაზბეგის მერი და რას პასუხობს "ენერგო პრო ჯორჯია"

სავარაუდოდ, იყო ძაბვის ვარდნის პრობლემა... - რა მიზეზებზე საუბრობს ყაზბეგის მერი და რას პასუხობს "ენერგო პრო ჯორჯია"

„ენერგო-პრო ჯორჯია“ ხაზგასმით აცხადებს, რომ დუშეთსა და კუროტ გუდაურში „ენერგო პრო ჯოჯიას“ ქსელში არანაირი ავარიული გათიშვა ან ძაბვის პარამეტრების ცვლილება, ასევე რაიმე სახის სხვა შეფერხება არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო პრო ჯორჯიაში“ გუდაურში საბაგიროზე მომხდარი ფაქტის კომენტირებისას განუცხადეს.

ავარიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოწოდება გამიჭირდება, მაგრამ სავარაუდოდ, იყო ძაბვის ვარდნის პრობლემა და ელექტროენერგიის გათიშვასთან გვქონდა საქმე, - აცხადებს ყაზბეგის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.

როგორც მან აღნიშნა, გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულებს, პირველადი დახმარება ადგილზევე ეწევათ, სასწრაფო დახმარების ბრიგადები კი მათ დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე თბილისში გადაიყვანენ.

„ავარიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოწოდება გამიჭირდება, მაგრამ სავარაუდოდ, იყო ძაბვის ვარდნის პრობლემა და ელექტროენერგიის გათიშვასთან გვქონდა საქმე. დაშავებულთა რაოდენობა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, 10-დან 12-მდე მერყეობს. ჩემი რწმუნებული მიდის ახლა ადგილზე. ასევე ხდება მობილიზება ემერჯენსების თბილისიდან. პირველადი დახმარება ეწევათ ადგილზე და შემდეგ უკვე ემერჯენსები დაზიანების შეფასების შესაბამისად, გადაიყვანენ თბილისის სხვადასხვა კლინიკებში“, - განაცხადა ალექსანდრე ზაგაშვილმა.

გუდაურში უკვე გაემგზავრა საქართველოს პირველი-ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუდაურში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით აღიძრა, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

„გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხილამურე პატრულები შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, დაშავებულებს დახმარებას უწევენ და საავადმყოფოში გადაჰყავთ. 7 დაშავებული სხვადასხვა დაზიანებით უკვე გადაყვანილია ამბულატორიებსა და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: როგორ ცვივა ხალხი გონდოლებიდან - წუთები, როცა გუდაურში საბაგირო ავარიულად გაჩერდა

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო