"ბიბლუსის" ქსელში თრილერის კვირეული დაიწყო!

"ბიბლუსის" ქსელში თრილერის კვირეული დაიწყო!

ტოპ თრილერის კვირეული "ბიბლუსის" წიგნის მაღაზიათა ქსელში დაიწყო! 15 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით TOP თრილერის სერიის წიგნებზე 30%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.

სერიაში გამოცემული წიგნების უმეტესობა მკითხველს წარმატებული ეკრანიზაციებით დაამახსოვრდა. TOP თრილერის უახლესი წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმის ჩვენება ორშაბათს, 19 მარტს 19:00 საათზე ვაკეში მდებარე ბიბლუს გალერეაში (ჭავჭავაძის #7) მოეწყობა. TOP თრილერის უახლესი წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმის, „ბორნის იდენტიფიკაცის“ კინოჩვენება წიგნის წარდგენასთან ერთად მოეწყობა მათთვის, ვისაც სურს, მძიმე ორშაბათი საღამო სასიამოვნოდ გაატაროს. რაც მთავარია, კინოჩვენებაზე რობერტ გელბრეითის, იგივე ჯოან როულინგის ოფიციალური, ჰოლოგრამული ავტოგრაფი გათამაშდება. დამსწრე საზოგადოებას კი საღამოს ორგანიზატორები პოპკორნით გაუმასპინძლდებიან. დაგეგმილი ღონისძიების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://bit.ly/2pg76TK

-30%-იანი ფასდაკლება 15 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით იმოქმედებს შემდეგ წიგნებზე:

⭐რობერტ გელბრეითი - გუგულის ძახილი

⭐რობერტ გელბრეითი - აბრეშუმის ჭია

⭐სტივენ კინგი - სიზმართმჭერი

⭐სტივენ კინგი - მობილური

⭐სტივენ კინგი - ქრისტინი

⭐კენ ფოლეტი - უკუათვლა

⭐რობერტ ლუდლუმი - ბორნის იდენტიფიკაცია

⭐ს.ჯ. უოტსონი - სანამ დავიძინებ

⭐ჯეიმზ ელროი - ლოს-ანჯელესის საიდუმლოებანი

⭐დინ კუნცი - უცნაური თომასი

⭐ჯონ გრიშემი - სიკომოროთა მწკრივი

⭐იუ ნესბო - თოვლის კაცი

⭐იუ ნესბო - თავებზე მონადირე

⭐ლი ჩაილდი - ღამის სკოლა

⭐ტომ რობ სმიტი - ბავშვი 44

⭐ლი ჩაილდი - ნურასდროს დაბრუნდები

⭐გილიან ფლინი - ბნელი ადგილები

⭐გილიან ფლინი - გაუჩინარებული ქალი

⭐ტანა ფრენჩი - უღრან ტყეში

⭐მერი ჰიგინს კლარკი - კონკიას მკვლელობა

⭐მერი ჰიგინს კლარკი - დაკარგული პატარძალი

⭐ქეით ატკინსონი - გაუხსნელი საქმეები

⭐რუთ უეარი - ერთ ბნელ, ბნელ ტყეში

⭐ჰარისონი - მდუმარე ცოლი

⭐ჰარლან ქობენი - არავის უთხრა

⭐პოლა ჰოკინსი - გოგონა მატარებელში

⭐ჯეიმზ პეტერსონი - ობობას გამოჩენა

თრილერის ჟანრის წიგნები, ხასიათდებიან სწრაფად განვითარებადი, ჩახლართული სიუჟეტითა და დაძაბული სტრუქტურით, რომლებიც ახდენენ მკითხველის განწყობის სტიმულირებას და მის მაქსიმალურ ჩართულობას წიგნის შინაარსში. წარმატებული თრილერები ყოველთვის იქცევა მძაფრსიუჟეტიან, მაღალბიუჯეტურ ფილმებად. სწორედ ამგვარ წიგნებს აერთიანებს ლიტერატურული სერია, ტოპ თრილერი. რომელიც რამდენიმე წელია გამოიცემა და თანამედროვე ლიტერატურის ყველაზე ხმაურიან რომანებს მოიცავს.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს