გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ ბაგრატიამ თანამდებობა დატოვა. როგორც ბაგრატიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, თანამდებობის დატოვების მიზეზი ხელმძღვანელობასთან გარკვეულ, პრინციპულ საკითხებზე შეუთანხმელობა გახდა. თამარ ბაგრატიამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

"მეგობრებო, ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე დღეს ვტოვებ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობას. თითქმის სამი წლის განმავლობაში აქ გავატარე ძალიან კარგი და ნაყოფიერი, ამავე დროს რთული წელიწადი.

ჩემი სააგენტოს უფროსობიდან წასვლის მიზეზი ბუნებრივია არ არის ზედაპირული, თავის თავში მოიცავს ბევრ სიღრმისეულ მიზეზს, რომელთა შესახებ უფრო ვრცლად მოგვიანებით ვისაუბრებ.

დამერწმუნეთ, მე მუდამ ვიქნები ჩემი ჩემი ქვეყნისა და გარემოს დაცვის სადარაჯოზე და სტატუსი/სტატუსის არქონა ხელს ვერ შემიშლის ჩემი პრინციპების გატარებასა და იმის მიღწევაში, რომ მომავალ თაობებს უკეთესი გარემო დავუტოვოთ.

აქვე მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ჩემს თანამშრომელს, ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორს,კეთილისმსურველს, ვინც მგულშემატკივრობდა და ჩემს გვერდით იდგა", - აცხადებს ბაგრატია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ