სამეფო ოჯახის წევრები და მინისტრები დიდი ბრიტანეთიდან რუსეთში, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს არ დაესწრებიან - ტერეზა მეი

სამეფო ოჯახის წევრები და მინისტრები დიდი ბრიტანეთიდან რუსეთში, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს არ დაესწრებიან - ტერეზა მეი

მინისტრები დიდი ბრიტანეთიდან და სამეფო ოჯახის წევრები მსოფლიოს 2018 წლის ფეხბურთის ჩემპიონატს, რომელიც რუსეთში ტარდება, არ დაესწრებიან, ГРУ-ს ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალის მკვლელობის გამო, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტში გამოსვლისას.

გარდა ამისა, მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი აუქმებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიზიტს, რომელიც ლონდონშია მიწვეული. „ამ ინციდენტის შემდეგ ურთიერთობებს ძველ დონეზე ვერ შევინარჩუნებთ. ამიტომ, უმაღლეს დონეზე ყველა ორმხრივ კონტაქტს ვწყვეტთ“ - განაცხადა მეიმ.

გამოსვლისას მეიმ ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს. მათ ერთი კვირის ვადა მისცეს ქვეყნის დასატოვებლად. მეიმ დაამატა, რომ დიდი ბრიტანეთის ინტერესებში არ შედის რუსეთთან ურთიერთობების სრულად გაწყვეტა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე