ირაკლი ოქრუაშვილი - ვადასტურებ, მითქვამს, რომ შანსს არ გავუშვებ გავანადგურო სააკაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილი - ვადასტურებ, მითქვამს, რომ შანსს არ გავუშვებ გავანადგურო სააკაშვილი

მე მერაბიშვილი არ მყავდა მითითებული წინასწარი გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებისას, ამას ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებით ვხსნი, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ მას გამოძიების ეტაპზე ჩვენებები მშრალად აქვს მიცემული და შემდეგ მოხდა მათი განვრცობა. ოქრუაშვილმა ჩვენების მიცემის პერიოდიც გაიხსენა.

„მე გამოძიებისთვის არასდროს მიმიცია ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება, მე ვთქვი, რომ ჩემი ჩვენებები ამ საქმეში იყო მშრალი, იმის გამო, რომ მაშინ როდესაც ვალერი გელაშვილი კარიბის კუნძულებზე ისვენებდა, მე გლდანის ციხეში უნდა მიმეცა ჩვენება. სუბიექტური დამოკიდებულებიდან გამომდინარე, პროკურორს ვუთხარი, რომ ჯერ დაეკითხათ გელაშვილი და შემდეგ ჩემთან მოსულიყვნენ“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მას ნათქვამი აქვს, რომ შანსს არ გაუშვებდა „მიხეილ სააკაშვილი გაენადგურებინა“.

„მე ვადასტურებ, რომ მითქვამს, შანსს არ გავუშვებ, რომ არ გავანადგურო სააკაშვილი-მეთქი. ეს ნიშნავს, რომ ვითანამშრომლებ გამოძიებასთან. ეს არაერთხელ მაქვს დაფიქსირებული. აქ არ იგულისხმება რომ მანიპულაციას ვაპირებ“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის შეფასებით, ირაკლი ოქრუაშვილის ნათქვამი არ არის სარწმუნო სხვადასხვა გარემოებების გამო. კერძოდ, გიორგი ჩივიაშვილის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილს საგამოძიებო უწყებაში დაკითხვის დროს ნახსენები არ ჰყავს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დროს ვანო მერაბიშვილი, თუმცა დღევანდელ პროცესზე ირაკლი ოქრუაშვილმა ვანო მერაბიშვილზეც ისაუბრა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები