ალეკო ელისაშვილი "სითი პარკზე" - კარგია, რომ მიჯერებს კახა კალაძე, რაშიც არ მიჯერებს, ყველაფერზე ცხვირს იმტვრევს

ალეკო ელისაშვილი "სითი პარკზე" - კარგია, რომ მიჯერებს კახა კალაძე, რაშიც არ მიჯერებს, ყველაფერზე ცხვირს იმტვრევს

ვფიქრობ, ეს სინამდვილეში ემსახურება იმას, რომ როგორღაც გამოძვრეს კახა კალაძე ლევან გაჩეჩილაძისთვის 30 000 ლარის გადახდის საკითხიდან. ამის გადაფარვის ამბავი იყო, რაზეც პირადად მე და სხვა ადამიანებიც ველით პასუხს, რატომ ჩაურიცხა 30 000 ლარი გაჩეჩილაძეს, – ამის შესახებ თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომელმაც თბილისის მერიის მიერ კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის საკითხი შეაფასა.

ალეკო ელისაშვილი მიესალმება „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტას, თუმცა აცხადებს, რომ ხელშეკრულების გაწყვეტის სანაცვლოდ თბილისის მერიას კომპანია „სითი პარკისთვის“ 25 მილიონიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს.

„კარგია, რომ მიჯერებს კახა კალაძე. ალბათ, კარგად გახსოვთ, როცა ვამბობდი იმას, რომ ჯარიმის გადახდას ვერ ავცდებით, თუმცა წინასაარჩევნოდ თავად კახა კალაძეც ამბობდა, რომ ვერ აყვებოდა ზოგიერთი პოპულისტის განცხადებას „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის და ჯარიმის გადახდასთან დაკავშირებით. ხომ ხედავს, რომ უნდა დამიჯეროს. რაშიც არ მიჯერებს ყველაფერზე კი იმტვრევს ცხვირს. „სითი პარკი“ გასაშვები იყო, მაგრამ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მარტო კონტრაქტის გაწყვეტა ვერ მოაგვარებს ავტომატურად პარკინგის პრობლემას, შესაბამისად, სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. დაველოდოთ ამ ნაბიჯებს. მივესალმები ხელშეკრულების გაწყვეტას, თუმცა ეს ძალიან დაგვიანებულია. თბილისის მერიას მოუწევს 25 მილიონიანი ჯარიმის გადახდა. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ზუსტად ისე ხდება, როგორც მე ვამბობდი, რომ 10 აპრილიდან მერიას მოუწევს მუნიციპალურ სერვისად ამის აღება, ანუ პარკინგის მოწესრიგება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები