დავით ნარმანიას კომენტარი "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ

დავით ნარმანიას კომენტარი "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ

„სითი პარკს“ საკმაოდ დიდი ცოდვები დაუგროვდა წლების განმავლობაში - ამდენად, მასთან ხელშეკრულების გაწყვეტა მისასალმებელია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.

დავით ნარმანიას თქმით, მნიშვნელოვანია, ხელშეკრულების გაწყვეტის შემდგომი პროცედურები ნაკლებმტკივნეულად იქნას გატარებული და ამით საზოგადოებამ მოიგოს.

ყოფილი მერი მიიჩნევს, რომ „დანაშაულებრივი ხელშეკრულების“ სათავეში მყოფ პირებს პასუხი უნდა მოეკითხოთ.

„სითი პარკს“ საკმაოდ დიდი ცოდვები დაუგროვდა წლების განმავლობაში - ამდენად, მასთან ხელშეკრულების გაწყვეტა მისასალმებელია. მნიშვნელოვანია, გაწყვეტის შემდგომი პროცედურები ნაკლებმტკივნეულად იქნას გატარებული და ამით მოიგოს საზოგადოებამ. აქვე, არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, ვინ იდგა ამ დანაშაულებრივი ხელშეკრულების სათავეში და მათ შესაბამისი ორგანოების მხრიდან მოეკითხოთ პასუხი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერია კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას წყვეტს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა.

თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულება 2007 წელს დადო. ხელშეკრულებას ვადა 2024 წლის 31 დეკემბერს ეწურებოდა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები