მერკელი - "რუსეთის პრეზიდენტი სიამოვნებით მიირთმევს გერმანულ ლუდს, ხანდახან გაცვლის საშუალებაც არის - ერთხელ ძალიან კარგი შებოლილი თევზი მივიღე"

მერკელი - "რუსეთის პრეზიდენტი სიამოვნებით მიირთმევს გერმანულ ლუდს, ხანდახან გაცვლის საშუალებაც არის - ერთხელ ძალიან კარგი შებოლილი თევზი მივიღე"

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, „ხანდახან ნამდვილად უცვლიდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დელიკატესებს“.

როგორც „რია ნოვოსტი“ წერს, მერკელი ასევე აცხადებს, რომ დროდადრო პუტინთან მისი საყვარელი რადენბერგული ლუდიც ჩაჰქონდა. „ცნობილია, რომ რუსეთის პრეზიდენტი სიამოვნებით მიირთმევს გერმანულ ლუდს, ხანდახან გაცვლის საშუალებაც არის. ერთხელ ძალიან კარგი შებოლილი თევზი მივიღე“, - განაცხადა მერკელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ ანდრეი კონდრაშოვის ფილმისთვის ჩაწერილ ინტერვიუში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, პუტინმა აღნიშნა, რომ ანგელა მერკელს მისთვის რამდენიმე ბოთლი რადენბერგული ლუდი ჩააქვს ხოლმე.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე