მკითხველის ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით დაყოფილი წიგნები- პალიტრა L მორიგი უნიკალური პროექტის პრეზენტაციას გამართავს

მკითხველის ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით დაყოფილი წიგნები- პალიტრა L მორიგი უნიკალური პროექტის პრეზენტაციას გამართავს

საიდან და როგორ ჩნდება წიგნების კითხვის სიყვარული? თითქოს მარტივი შეკითხვაა და შეიძლება ითქვას, რომ წიგნების შესაყვარებლად მთავარია დავიწყოთ კითხვა. თუმცა ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად შევარჩიოთ წასაკითხი წიგნი, რათა მან უფრო მეტი წიგნის გაცნობის ინტერესი გამოიწვიოს. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია მშობლებისთვის, მითუმეტეს მაშინ, როცა ბავშვი პირველად იწყებს წიგნთან ურთიერთობას. შესაბამისად, ხშირად უწევთ პედაგოგებს რჩევების გაზიარება მათთვის, თუ როგორ გახდეს წიგნი ბავშვის, მოზარდის ცხოვრების ნაწილი. ამ მხრივ "პალიტრა L-ის" მიერ გამოცემული "მოსწავლის არჩევანის" სერია ძალიან დაეხმარება, როგორც მშობლებს, პედაგოგებს, ასევე ბავშვებსა და მოზარდებს, რომ აღმოაჩნონონ ასაკობრივად მათთვის სასურველი საინტერესო ლიტერატურა.

სერია "მოსწავლის არჩევანში" გამოცემული წიგნებზე დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება პრეზენტაციაზე, რომელიც 13 მარტს, 18 საათზე, "ბიბლუსი გალერიაში",კანდელაკის 7 ნომერში გაიმართება.

თუ რა მიზანს ემსახურება "მოსწავლის არჩევანის" სერიით გამოცემული წიგნები და რა ელოდება პრეზენტაციაზე მისულ აუდიტორიას, ამის შესახებ გვესაუბრება გამოცემლობა "პალიტა L-ის" მთავარი რედაქტორი მაია ალუდარი და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა ასოცაციის წევრი თინათინ ქავთარაძე.

მაია ალუდაური:

- სერია მიზნად ისახვს მსოფლიო და ქართული ლიტერატურის დაჯგუფებას ასაკობრივ ჭრილშირათა ბავშვებს და მათ მშობლებს გაუადვილდეთ არჩევანის გაკეთება, თუ რომელ ასაკში როგორი ლიტერატურა უნდა წაიკითხოს ბავშვმა. გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანიათითოულ წიგნს აქვს ძალიან კვალიფიკაციური წინათქმები, თან ახლავს კითხვები და გასართობი სავარჯიშოები, რომელიც ეხმარება მკითხველს ლექსების, მოთხრობების, თუ ლიტერტურის წაკითხვასა და გააზრებაში. აღნიშნული სერიის გამოცემით, შეიძლება ითქვას, რომ სწორ რელსებზე ვაყენებთ ბავშვებს. ამ სერიაში შედის, როგორც ქართული, ისე მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები, რომელიც უნდა წაკითხოს მოზარდმა. წიგნები დაჯგუფებულია პირველი კლასიდან დამამთავრებელი კლასის ჩათვლით. რაც შეეხება პრეზენტაციას, მასში მონაწილეობას მიღებს ჩვენი პარტნიორი, საქართველოს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა ასოციაციია. მოგეხსენებათ, ისინის არიან „პალიტრა L -ის პარტნიორები ამ სერიის მომზადებაში. ასოციაციის პრეზიდენტი გია მურღულია, ასოცაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად სიტყვით გამოვა და ისაუბრებს გამოცემული წიგნების შესახებ. ჩვენი ძირითადი სამიზნე ჯგუფი არის პედაგოგები, მშობლები, განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანები. პრეზენტაცია იქნება სარეკომენდაციო ხასიათის.

თინათინ ქავთარაძე:

- "მოსწავლის არჩევანი" არის სერია იმ წიგნებისა, რომელიც შეიქმნა ჩვენი ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ასოციაცია ამ სერიის წიგნებისთვის ადგენს ანოტაციას, კითხვარს და ასაკობრვი კატეგორიის მიხედვით განსაზღვრავს, რომელ ასკობრივ ჯგუფს, რომელი წიგნი შეესაბამება. რაც შეეხება, პრეზენტაციას, მინდა აღვნიშნო, რომ პეზენტაციაზე დასწრება ძალიან მნიშვნელოვანია პედაგოგებისთვის, ბავშვებსთვის, მოზარდებისთვის, მოსაწვლეებისთვის, სტუდენტებისთვის, თვითონ ის ლიტერატურა, რომელიც გამოიცემა მე-10, მე-11, მე-12 კლასებისთვის, შეიძლება პირველ კურსელებისთვისაც იყოს გათვლილი, რადგან მათი დაინტერესებაც მაღალია ამ კატეგორიის ლიტერატურის მიმართ. რა თქმა უნდა, წიგნები ასევე მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევენ პედაგოგებს, გამომდიარე იქიდან რომ საგაკვეთილო პროცესში შეიძლება ჩართონის კითხვები, რომლებიც წიგნებშია მოცემული, რადგან კითხვები არის სამსჯელო და ხელს უწყობს მოსწავლის ლოგიკური აზროვნების განვითარებას. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი დაინტერესდება ამ სერიის წიგნებით და უფრო მეტი მკითხველი გვეყოლება მომავალში.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს