"10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" - "ბიბლუსი გალერეაში" "პალიტრა მედია ჰოლდინგის" პროექტის პრეზენტაცია მიმდინარეობს

"10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" - "ბიბლუსი გალერეაში" "პალიტრა მედია ჰოლდინგის" პროექტის პრეზენტაცია მიმდინარეობს

ორგანიზატორები მიწვეულ სტუმრებს - ღვინის კომპანიების მფლობელებსა და სომელიეებს პროექტის შესახებ პრეზენტაციას წარუდგენენ. პრეზენტაციის მიმდინარეობისას გამოვლინდება 10 რჩეული ღვინო.

პროექტის ხელმძღვანელის, ირაკლი საამიშვილის განმარტებით, ეს არ არის მხოლოდ ლოკალური და ქართველ მომხმარებელზე გათვლილი პროქტი, არამედ ეს არის საერთაშორისო მოგზაურებზე - ტურისტებზეც გათვლილი.

"პროექტის მიზანი 10 საუკეთესო ქართული ღვინის გამოვლენა და პოპულარიზაციაა, როგორც ქვეყანაში, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ჩვენს მიერ განხორციელებული აქტივობების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება რჩეული ქართული ღვინოების ცნობადობა და ხელმისაწვდომობა. შერჩეული 10 ღვინო საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდება და უცხოელი ვიზიტორებისთვის საუკეთესო სასაჩუქრე კრებული იქნება", - განაცხადა ირაკლი საამიშვილმა.

პროექტი "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" 15 ოქტომბერს „ქართული ღვინის ფესტივალზე“ დაიწყო, სადაც პირველი ბრმა დეგუსტაცია გაიმართა. მას შემდეგ ხმის მიცემა მიმდინარეობდა ონლაინ რეჟიმში, ღვინის ონლაინ მაღაზიის ვებ-გვერდზე allwine.ge-სა და ambebi.ge-ზე. საკუთარ რჩეულ ღვინოს ხმა 250 000-მდე ადამიანმა მისცა. პარალელურად, საჯარო თავშეყრის ადგილებში მოეწყო ღვინის ბრმა დეგუსტაცია და ფარული კენჭისყრა.

სტუმრები დაგემოვნების შედეგად შერჩეულ ღვინოს ისე აძლევდნენ ხმას, რომ არ იცოდნენ, რომელი სახეობა იყო. ასევე, გამოკითხვის ფორმა და პროექტის საიმიჯო კომუნიკაცია იბეჭდებოდა გაზეთ "კვირის პალიტრისა" და ჟურნალ "გზის" ყოველკვირეულ გამოცემებში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი