ავტორი:

მოსკოვს ღუტაში მიმდინარე სისხლისღვრის არ სჯერა - "თეთრი ჩაფხუტები" იქ სცენებს დგამენ, რომელიც დასავლეთში კარგად იყიდება"

მოსკოვს ღუტაში მიმდინარე სისხლისღვრის არ სჯერა - "თეთრი ჩაფხუტები" იქ სცენებს დგამენ, რომელიც დასავლეთში კარგად იყიდება"

სირიის სამთავრობო ძალებმა მაშინ, როდესაც 30-დღიანი ზავი იყო გამოცხადებული, აღმოსავლეთ ღუტის თითქმის ნახევარი დაიკავეს. როგორც "რადიო თავისუფლება" იტყობინება, ბრიტანეთში მდებარე სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის 4 მარტის მონაცემებით, ჯარების მიერ დაკავებული ტერიტორია, ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს წარმოადგენს.

თუმცა, ადგილობრივი სახელმწიფო მედიის ცნობით, სამთავრობო ჯარებმა ფრონტის მთელ ხაზზე წინ წაიწიეს და დამასკოს აღმოსავლეთით მდებარე რაიონში ოპოზიციის დაჯგუფებების კონტროლქვეშ არსებული დასახლებული პუნქტები ჩაიგდეს ხელში.

სამთავრობო ჯარების დაბომბვებისას, ასობით ადამიანმა გაქცევით უშველა თავს. დაუზუსტებელი ცნობებით, სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ინტენსიური დაბომბვის შედეგად, 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და გაცილებით მეტი დაიჭრა.

24 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ორგანიზაცია ერთთვიანი ზავის "დაუყოვნებლივ" ამოქმედებას მოითხოვს, რათა მოსახლეობისთვის დახმარების მიწოდება, დაჭრილთა და ავადმყოფთა ევაკუაცია გახდეს შესაძლებელი.

თუმცა, რაც უნდა დაუჯერებელი იყოს, სირიაში, დამასკოს აღმოსავლეთით მიმდინარე ბოლოდროინდელ სისხლისღვრას ყალბსა და დადგმულს უწოდებს რუსული მედია. ასევე ყველაფერს ართულებს თანამედროვე ამერიკული იარაღი, მათ შორის, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი.

vesti.ru-ს ინფორმაციით, მართლაც კარგად მუშაობს პროპაგანდა იმის შესახებ, რომ დაუნდობლად ხოცავს და წამლავს ქიმიური იარაღით სირიის არმია მშვიდობიან მოსახლეობას. "იმის ნაცვლად, რომ ვითარება დამშვიდებულიყო, საქმე უფრო შორს წავიდა, იმდენად შორს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, უცნობი შეირაღებული ჯგუფების მიერ მოწყობილი პროვოკაციების შედეგად, აღმოსავლეთ ღუტაში კონტრტერორისტული სახმელეთო ოპერაციები გარდაუვალი გახდა, საჰაერო მხარდაჭერას კი რუსეთის შეიარაღებული ძალები უცხადებენო", - წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, ასეთი შეიარაღებით დაიმედებული ტერორისტები სირიის დედაქალაქში სირიის სამთავრობო ძალებსა და რუსულ ავიაციასთან ბრძოლაში იხოცებიან. თუმცა, მშვიდობიანი მოსახლეობაში მსხვერპლთან დაკავშირებით ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში ყალბია და დადგმული. გამოცემა სირიელი მეომრის მონათხრობს აქვეყნებს, სადაც ადგილობრივი ჰყვება, რომ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს სირიის შეიარაღებული ძალები ქიმიური იარაღის გამოყენებას აპირებენ. ამის შესახებ ღუტას მოსახლეობა საუბრობს, რომელთა თქმითაც, "მათ აიძულებენ ადგილობრივი შეიარაღებულ დაჯგუფებებს შეურთდნენ".

რუსული მედია ეჭვით უყურებს აღმოსავლეთ ღუტაში ე.წ. თეთრი ჩაფხუტების გამოჩენას, რომლებიც "თავიანთ თავს მოხალისეებსა და სამოქალაქო თავდაცვას უწოდებენ და ვითომ მშვიდობიან მოსახლეობას გადარჩენაში ეხმარებიან, სინამდვილეში კი ცრუ ინფორმაციას "აგროვებენ", რომელიც შემდეგ დასავლეთში საკმაოდ მაღალი ტირაჟით ვრცელდება", - წერს vesti.ru. "მაგალითად, ასე მოხდა ქალაქ ხან-შეიჰუნში ქიმიური შეტევის დროს. ასევე, ალეპოში, როდესაც პატარა ბიჭუნა ამრან დაკნიშენზე აგებული ამბავი ინტერნეტში გავრცელდა. ის "თეთრმა ჩაფხუტებმა" პროპაგანდისთვის შესანიშნავად გამოიყენეს - ბავშვის მამის ნების საწინააღმდგოდ, საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენებენ, თუ როგორ არაადიამიანურად ეპყრობა სირიის მთავრობა თავის მოსახლეობას", - წერს რუსული მედია, რომლის ცნობითაც, "თეთრი ჩაფხუტები" იქ დადგმული სცენებით საკმაოდ კარგ ფინანსურ შემოსავალს იღებენ და პროპაგანდის ასეთი მეთოდიც ეფექტურია.

გამოცემასთან საუბრისას, ერთ-ერთი ადგილობრივი ვალიდ მუჰამედ ადიბი ყვება: "თუ ნანგრევებიდან ვერ გავაღწევდით, უნდა გვეთქვა, რომ იქ რაღაცა აფეთქდა და ხალხი დაიხოცა. ამის იმიტაცია უნდა გაგვეკეთებინა და იქ დაღუპულები "გვენახა", რისთვისაც წითელი საღებავი გვქონდა, რომელიც ვითომ დაჭრილებისთვის უნდა წაგვესვა".

"თეთრი ჩაფხუტების" ერთ-ერთი სანიტრის, აჰრარუ აშ-შამის თქმით, როდესაც ბომბებს ყრიან, მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობენ თავს უშველონ, ისინი კი ამ პროცესს იღებენ, რაშიც მათ საკმაოდ კარგად უხდიან.

კიდევ ერთი მეომარი, რომელიც რუსულ პრესასთან სირიაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს, ამბობს, "რომ არა უცხოელი სპონსორები, ჩვენ ასე დიდხანს ვერ ვიბრძოლებდით და ისინი, ვინც ახლა ღუტაში არიან, მოლაპარაკებებზე წავიდოდნენ", - წერს რუსული მედია.

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?