10 საუკეთესო კაბა "ოსკარის" წლევანდელი დაჯილდოებიდან

10 საუკეთესო კაბა "ოსკარის" წლევანდელი დაჯილდოებიდან

"ოსკარის" დაჯილდოებას წლიდან წლამდე ყველა მოუთმენლად ელოდება. მათ შორის, ის ადამიანებიც, ვისთვისაც კინემატოგრაფზე მნიშვნელოვანი მოდის დიზაინია. წლის ყველაზე მნიშვნელოვან კინომოვლენაზე მსახიობები საუკეთესო დიზაინერების სამოსით პოზირებენ წითელ ხალიჩაზე და მოგვიანებით, მათ გარეგნობაზე საუბარს დიდ დროს უთმობს მედიაც და სოციალური ქსელებიც.

"ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიალი უკვე დასრულდა. ცნობილია, ვინ მოიპოვა ჯილდო - წლის ფილმი გილერმო დელ ტოროს "წყლის ფორმაა", საუკეთესო რეჟისორი - გილერმო დელ ტორო, მსახიობ ქალებს შორის ჯილდო ერგო ფრენსის მაკდორმანდს ფილმში "სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე" შესრულებული როლისთვის, ხოლო მამაკაცების კატეგორიაში საუკეთესოდ ბრიტანელი გერი ოლდმანი დასახელდა, უინსტონ ჩერჩილის როლის შესრულებისთვის ფილმში "ჩერჩილი, მძიმე დროება".

მსახიობები სემ როკველი და ელისონ ჯენი მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლებად აღიარეს.

რაც შეეხება სამოსს, გამოცემამ Harpersbazaar უამრავ ულამაზეს კაბას შორის 10 საუკეთესო აარჩია:

ზენდაია, დიზაინერი - ჯამბატისტა ვალი

მარგო რობი, შანელი

სირშა რონანი, კელვინ კლაინი

გალ გადოტი, ჟივენში

ტარაჯი პ. ჰენსონი, ვერა ვანგი

ემა სტოუნი, ლუი ვიტონი

ჯენიფერ ლოურენსი, დიორი

ემილი ბლანტი

გრეტა გერვიგი

ნიკოლ კიდმანი, არმანი

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ