რატომ უვითარდებათ ქალებს ვაგინალური სიმშრალე და რა არის გამოსავალი?

რატომ უვითარდებათ ქალებს ვაგინალური სიმშრალე და რა არის გამოსავალი?

ვაგინალური სიმშრალე ქალს ინტიმურ პრობლემებს უქმნის. ასეთ დროს ინტიმური კავშირის დამყარება გაძნელებულია - ხშირად ქალი ტკივილსაც განიცდის. 

ვაგინალური სიმშრალე სხვადასხვა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს:

ჰორმონალური ცვლილებები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. უმეტეს შემთხვევაში, ესტროგენის დონე მცირდება მენოპაუზის დროს, მშობიარობის შემდეგ ან ლაქტაციის პერიოდში. იგივე შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ქიმიოთერაპიით მკურნალობამ. ვაგინალური ჯანმრთელობა უმეტესწილად ესტროგენის დონეზეა დამოკიდებული, რომელიც ლუბრიკაციის პროცესში გადამწყვეტ როლს თამაშობს.

საშოს სიმშრალის მიზეზი შეიძლება იყოს ფსიქო-ნევროლოგიური ფაქტორები. ვაგინალური სიმშრალე ზოგჯერ სხვადასხვა მედიკამენტის მიღებისას განვითარებულ გვერდით ეფექტებს უკავშირდება - მაგალითად, ანტიალერგიული ან არასტეროიდული, ანტიანთებითი ჯგუფის ზოგიერთი პრეპარატი იწვევს ლორწოვანი გარსების გამოშრობას.

ზოგჯერ კი ქალს დაქვეითებული აქვს ლიბიდო, ანდა არ ხდება სქესობრივი აქტის წინ საკმარისი აგზნება და ესეც შეიძლება გახდეს საშოს სიმშრალის მიზეზი.

საშოს ლორწოვანის გაღიზიანების გამოწვევა შეუძლია საპნებს, ჰიგიენის სხვა საშუალებებს, პარფიუმერულ პროდუქციას. ძალიან ბევრი ქალი ალერგიულია ასეთი პროდუქტების მიმართ. გამღიზიანებლებად ითვლება საცვლები და პირსახოცებიც. უმრავლეს შემთხვევაში ქალმა არც იცის, რომ ამა თუ იმ ქსოვილის თუ პროდუქტის მიმართ ალერგიულია.

საყურადღებოა ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ მთელ ორგანიზმსა და საშოში განვითარებული დისბიოზი, რომელიც ასევე ხშირად ხდება ხოლმე სიმშრალის მიზეზი.

როგორ აღვადგინოთ ლორწოვანი?

ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია სპეციალისტის დახმარება და შესაბამისი ანალიზების გაკეთება, რომ დადგინდეს სიმშრალის ზუსტი მიზეზი. ამის შესაბამისად უნდა ჩატარდეს მკურნალობა, მაგალითად, ესტროგენის დეფიციტისას შეიძლება საჭირო გახდეს ჰორმონალური კორექცია. თუ მედიკამენტებია სიმშრალის გამომწვევი, საჭიროა სიფრთხილე მათი დანიშვნისას.

თუმცა, ამასთან ერთად, აუცილებელია ადგილობრივი თერაპია საშოს ლორწოვანის ეპითელიზაციის და ელასტიკურობის აღსადგენად. ამ მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა ციკატრიდინას სანთლები. 

ციკატრიდინა ვაგინალური სანთლების აქტივობა განპირობებულია მასში შემავალი ჰიალურონის მჟავათი, რომელიც უზრუნველყოფს ქსოვილის სტრუქტურულ სიმტკიცეს, ტროფიკასა და ელასტიკურობას.

ხსნის საშოს ლორწოვანის ატროფიის სიმპტომებს (მტკივნეული სქესობრივი აქტი, საშოს სიმშრალე, ქავილი);

გარდა ამისა, ციკატრიდინა გამოიყენება საშვილოსნოს ყელზე ქირურგიული ჩარევის შემდგომ საშოს ტრავმების შეხორცების სტიმულირებისათვის, აგრეთვე, ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდგომ, სამშობიარო გზების ტრავმების შეხორცების სტიმულაციისთვის, მცირე მენჯის მიდამოში დასხივების (სხივური თერაპია, ბრაქითერაპია) შემდგომ საშოს შეხორცების სტიმულაციისათვის; საშვილოსნოს ყელის ანთების (ცერვიციტის) მკურნალობისას სისხლდენის შემცირების და შეხორცების სტიმულირებისათვის; ვაგინალური მიკოზის მკურნალობის შემდგომ ვაგინალური დისკომფორტის სიმპტომების შესამსუბუქებლად; ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომ ადგილობრივი იმუნიტეტის კორექციისათვის.

ციკატრიდინას სანთელი გამოიყენება საღამოს ან ექიმის დანიშნულების მიხედვით. 

ამობეჭდეთ ან გადაუღეთ ფოტო ვაუჩერს, მიიტანეთ სახალხო აფთიაქში და მიიღეთ 30%-იანი ფასდაკლება: 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი