ქმარმა "ფლეიბოის" მოდელი მოკლა და ფანჯრიდან გადახტა

ქმარმა "ფლეიბოის" მოდელი მოკლა და ფანჯრიდან გადახტა

მოლდოვაში, კიშინიოვში 31 წლის ფოტომოდელი ანასტასია ჩეკატი ქმარმა მოკლა, ინფორმაციას „სპუტნიკ მოლდოვა“ ავრცელებს.

სამართალდამცველებმა ქალის ცხედარი მის საცხოვრებელ ბინაში იპოვეს, მოდელს ყელის არეში დანით ჰქონდა ჭრილობები მიყენებული. სახლში პოლიციელებს დახვდა ჩეკატის 2 კვირის შვილიც.

მკვლელი, სავარაუდოდ, ანასტასიას ქმარია, სტომატოლოგი ალექსეი მიტაკი, რომელმაც თავი მოიკლა.

მკვლელობის ჩადენის შემდეგ მიტაკიმ დაურეკა ნათესავებს და თხოვა, ბავშვზე ეზრუნათ. ოჯახის წევრების თქმით, ცოლ-ქმარს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, მიტაკის, სავარაუდოდ, სხვა ქალი უყვარდა.

ფოტომოდელი მოლდოვაში ცნობილი იყო ფსევდონიმით Anastasia Cia. ის ჩნდებოდა „ფლეიბოის“, „მაქსიმის“ და GQ-ს გარეკანებზე.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანელმა გამომძიებლებმა სანდრა რულოვსი დაკითხეს - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ოკუპირებულ აფხაზეთში, აფხაზური დროშის დაწვისთვის, უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

"ანა ავტომოყვარული იყო, დრიფტი უყვარდა... იმ დღეს სწრაფად მოდიოდა, კომენდანტის საათისთვის რომ მიესწრო" - მორიგ ავარიას 22 წლის გოგონა შეეწირა