ტრამპი გამოდის ინიციატივით, სკოლის მასწავლებლები ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვონ

ტრამპი გამოდის ინიციატივით, სკოლის მასწავლებლები ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვონ

დონალდ ტრამპი გამოდის ინიციატივით, აშშ-ს სკოლებში სისხლისღვრის თავიდან ასარიდებლად, მასწავლებლები ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვონ. პრეზიდენტის განცხადებით, სკოლის თანამშრომლებს საგანგებოდ გაწვრთნიან.

დონალდ ტრამპმა ამის შესახებ მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან შეხვედრისას ისაუბრა.  

"ინდეფენდენთის" ინფორმაციით, პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ეს ინიციატივა სკოლებში სროლების პრობლემას გადაჭრის, რადგან პოტენციური თავდამსხმელები უფრო მეტად დაფიქრდებიან და შეშინდებიან.

„თავდასხმა, საშუალოდ, სამი წუთის მანძილზე გრძელდება, ადგილზე პოლიციის მისასვლელად კი 8 წუთია საჭირო. სამართალდამცველები სკოლაში მიდიან მაშინ, როდესაც სროლა დასრულებულია. თუ გვეყოლება შეიარაღებული მასწავლებლები, რომლებსაც ეცოდინებათ იარაღის გამოყენება, თავდასხმა დასრულდება ძალიან სწრაფად,“ - განაცხადა ტრამპმა.

პრეზიდენტის იდეა შეხვედრაზე დამსწრეთა ნაწილმა მოიწონა, თუმცა ნაწილი ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდა.

"რა თქმა უნდა, იდეა საკამათოა, თუმცა ეს ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც ვამუშავებთ პრობლემის მოსაგვარებლად," - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე