სოფლები და თბილისის უბნები, სადაც დღეს დენი გაითიშება

სოფლები და თბილისის უბნები, სადაც დღეს დენი გაითიშება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დღეს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, გორგასალის და შოთა ნიშნიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, აფრიკის დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, რკინიგზის ჩიხის, ჭიჭინაძის 360-ე კილომეტრის, გუმათჰესის, მოსტკოვის, ქიზიყის, მებაღეობის, ენუქიძის, ჭიჭინაძის, აკაკი ფაღავას, ქინძმარაულის, ლუკა რაზიკაშვილის, გიორგი მაჩაბელის, გიორგი გვაზავას, ანდრია გუგუშვილის, შტენბერგის, გურჯიევის, პოლიციის, მერაბ ქვილითაიას, რევაზ მამისაშვილის, ილია ბახტაძის, ეკატერინე ბაღდავაძის, კორნელი სანაძის, ნუგზარ საჯაიას, ირინე ალექსიძის, ემა ლალაევა-ედიბერიძის, გიორგი ოდიშელიძის, ალადასტურის და სამგორის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის გორის, შმიდტის, ცაგარელის, ბურძგლას და ვასო გოძიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფარნავაზის გამზირის, სოფელი დიღმის, აგრარარული უნივერსიტეტის დასახლების, სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის მე-12, მე-13 კილომეტრების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, მისის დასახლების და მიხა ხელაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფარნავაზის გამზირის, პეტრიწის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოხუმის და იროდიონ ევდოშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, მოლითის, ახალდაბას, ბჟოლეთის და არალეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა ივერიელის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შატბერაშვილის და კეკელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 22:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლორთქიფანიძის, ქიქოძის და მაჩაბლის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილსაც. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს, დღეს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1707 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში ბოდავი, მაღრაანი, კოშკასყელი, აში და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე დუშეთში ერეკლე მეორის, არაგვისპირელის, ბუაჩიძის და მიმდებარე ქუჩებზე.13:00-დან 18:00 საათამდე 93 აბონენტს წინამძღვრაანთკარსა და ბურიანში. კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი