სოზარ სუბარი - ყველამ იფიქროს თავის საპრეზიდენტო კანდიდატურაზე და ნუ არიან ჩაჩიჩინებული ჩვენს კანდიდატურაზე

 სოზარ სუბარი - ყველამ იფიქროს თავის საპრეზიდენტო კანდიდატურაზე და ნუ არიან ჩაჩიჩინებული ჩვენს კანდიდატურაზე

ყველამ იფიქროს თავის საპრეზიდენტო კანდიდატურაზე და ნუ არიან ჩაჩიჩინებული ჩვენს კანდიდატურაზე, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, მმართველ პარტიას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ეყოლება კანდიდატი, რომელიც მოიპოვებს გამარჯვებას და ქვეყანას გამოადგება.

"ჩვენ გვეყოლება პრეზიდენტობის კანდიდატურა, რომელიც გაიმარჯვებს და დასახელდება იმ ვადებში, რომელიც საჭირო იქნება არჩევნების მოსაგებად. არაფერი აქვს სანერვიულო არც გიორგი მარგველაშვილს, არც მის მრჩევლებს და არავის ქვეყანაზე. ყველამ იფიქროს თავის საპრეზიდენტო კანდიდატურაზე და ნუ არიან ჩაჩიჩინებული ჩვენს კანდიდატურაზე.

ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც გამოადგება ქვეყანას. იმისთვის, რომ სალაპარაკო არ ყოფილიყო, რომ მარგველაშვილს არ ეძლევა შანსი მეორედ იყოს არჩეული, კონსტიტუციაში შევიდა დროებითი ნორმა, რომლითაც მიმდინარე წელს პრეზიდენტი იქნება არჩევით", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები