რაში ხარჯავს ხელფასის დიდ ნაწილს დავით საგანელიძე: "ეს არასდროს არ მითქვამს და ახლა ვამბობ..."

რაში ხარჯავს ხელფასის დიდ ნაწილს დავით საგანელიძე: "ეს არასდროს არ მითქვამს და ახლა ვამბობ..."

"დანიშვნის პირველივე დღიდან ჩემი ხელფასის 2/3 მიდის ქველმოქმედებაში" - ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

მისი თქმით, ხშირად საზოგადოებაში არასწორი ინფორმაციები ვრცელდება. საგანელიძის განმარტებით, მართალია ოფიციალურად მას გაცილებით მაღალი ხელფასი აქვს, ვიდრე დეპუტატს, თუმცა ის იგივე თანხას იღებს ხელზე, რასაც პარლამენტარები იღებენ.

"მეხუთე დირექტორი ვარ და მათ შორის ყველაზე მცირე ხელფასი მაქვს, არაფერი მომატებულა. ხელფასს არ საზღვრავს ფონდი, არამედ საზღვრავს სამეთვალყურეო საბჭო (რომელშიც რამდენიმე მინისტრია და თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრია), ვინაიდან ჩვენ ვართ ბანკთან გათანაბრებული სტრუქტურა. განვმარტავ, რომ არ ვხარჯავთ ბიუჯეტის თანხებს, არამედ ჩვენი შემოსავლებია დივიდენდები, ჩვენს მიერ პროექტებში განთავსებული თანხები. ჩვენ ბიუჯეტისთვის მოგვაქვს რამდენიმე ათეულობით და კიდევ უფრო მეტი მილიონი დოლარის მოგება და, შესაბამისად, ჩვენი ხელფასი, როგორც საბანკო სექტორში, ფორმირდება ჩვენი მოგებით...

ხელფასი მაქვს 21 ათასი ლარი, საიდანაც ხელზე ვიღებ 16 ათას ლარს, დანარჩენი 5 000 იჭრება საშემოსავლოს სახით... რაში ვხარჯავ? პარლამენტში დიდხანს ვიყავი, 4 მოწვევის პარლამენტარი ვარ, ბოლოს უმრავლესობის თავმჯდომარე გახლდით და როცა მოვდიოდი ფონდში, ერთმა ოპოზიციონერმა მითხრა - რატომ მიდიხარ, მაღალი ხელფასის გამოო? მე მაშინ ვუთხარი ეს ჩემი მორალის საქმეამეთქი და მაშინ ვთქვი, რომ იმდენივეს ავიღებ ხელფასს, რამდენსაც თითოეული პარლამენტარი იღებს დღეს. ორ წელზე მეტია ფონდში ვარ და მე იმდენს ვიღებ, რამდენსაც რეალურად პარლამენტარები.

ასევე წაიკითხეთ: "ვკითხულობ სისულელეებს, რომ თითქოს ოქროს დანა-ჩანგალი მაქვს..." - როგორ დააგროვა ქონება დავით საგანელიძემ

ეს არასდროს არ მითქვამს და თქვენს ეთერში ვამბობ: ყოველ თვე, დანიშვნის პირველივე დღიდან, ჩემი ხელფასის 2/3 ქველმოქმედებაში მიდის. ჩემი ხელფასიდან გარკვეული თანხა ირიცხება სამედიცინო უნივერსიტეტში (რომელიც მე დავამთავრე), ხუთივე ფაკულტეტზე სტიპენდია არის ყველაზე მაღალი, ჩემს მიერ დაწესებული. საჯარო სკოლა, რომელიც მე დავამთავრე, იღებს ყოველთვიურად საკმაოდ დიდ თანხას საუკეთესო პედაგოგისა და მოსწავლისთვის.

მუსიკალური სკოლა, რომელიც მე დავამთავრე, ყოველთვიურად ყველაზე მაღალ თანხას იღებს პედაგოგისა და მოსწავლისთვის. ონკოლოგიის ცენტრი, სადაც მე ვმუშაობ, ყოველთვე ბავშვთა განყოფილებას აქვს იმხელა თანხა, რომ აბსოლუტურად ყველაფრით არის აღჭურვილი. ამბროლაურისა და ონის ოთხი საუკეთესო მოსწავლე ჩემგან იღებს სტიპენდიას ყოველთვიურად. ივნისში დაღუპული ოჯახი, რომელსაც პატარა ბავშვები დარჩათ, დღემდე ჩემგან იღებს დახმარებას... ეს თანხები ყველაფერი ჩემს ხელფასში ჩანს. ეს თანხები არის ის, რომელიც აიღო დათო საგანელიძემ, დაიბეგრა და თანხა, რომელიც უნდა წაეღო სახლში, ამ თანხის 2/3 მიდის ამ მიზნით", - განაცხადა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა.

იხილეთ ნაწყვეტი გადაცემიდან

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები