სილვესტერ სტალონეს სამი ულამაზესი ქალიშვილი - ნახეთ, როგორ გამოიყურებიან "რემბოს" გოგონები

სილვესტერ სტალონეს სამი ულამაზესი ქალიშვილი - ნახეთ, როგორ გამოიყურებიან "რემბოს" გოგონები

სილვესტერ სტალონეს სამი შვილი ჰყავს, გოგოების სილამაზეზე ჟურნალისტები ხშირად საუბრობენ.

"რემბო" 21 წლის სოფიასთან, 19 წლის სისტინთან და 15 წლის სკარლეტთან ერთად ბოლოს რამდენიმე თვის წინ, წვეულებაზე გამოჩნდა. 71 წლის მსახიობმა ღონისძიებაზე გადაღებული ფოტოები "ინსტაგრამზე" განათავსა და აღნიშნა, რომ გოგონებთან ერთად ყოფნა მისთვის ყოველთვის ძალიან დიდი სიამოვნებაა.

შვილების სურათებსა და ვიდეოებს სტალონე სოციალურ ქსელებში ხშირად აზიარებს.

მსახიობის უფროსი შვილი, სოფია სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში კომუნიკაციებს სწავლობდა. გოგონას გულზე თანდაყოლილი პრობლემების გამო 2012 წელს ოპერაცია გაუკეთეს. ის სიფრთხილით უდგება სპორტს და ნებისმიერ სხვა ფიზიკურ დატვირთვას.

სისტინ სტალონე მოდელია. ის გამოჩნდა ჟურნალების of Teen Vogue, Harper’s Bazaar და Town & Country გარეკანებზე.

სისტინი ძალიან აქტიურია "ინსტაგრამზე" და საკუთარი ეგზოტიკური ცხოვრების, ოკეანეების ხედებისა და მზიანი პლაჟების ფოტოებს ხშირად უზიარებს მიმდევრებს.

სკარლეტ სტალონე მამის "ინსტაგრამის" ვიდეოებში ხშირად ხვდება. ის სპორტით ძალიან არის დაინტერესებული.

10 ცნობილი ქართველი ქალი, რომელმაც სამჯერ და მეტჯერ იქორწინა

ნახევრად შიშველი მადონას ფოტოებმა სოციალური ქსელი "ააფეთქა" - ფანები ფიქრობენ, რომ 61 წლის პოპვარსკვლავმა უკანალი გაიდიდა

"ჩემი ნაწარმოებები ჩემი შვილებია და მიყვარს, მაგრამ ვერავის დავავალდებულებ,  ჩემნაირად შეიყვარონ" - რა ნამუშევარი მიუძღვნა ნიკოლოზ რაჭველმა იტალიას