კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებულ მწვრთნელებსა და მსაჯებთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება

კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებულ მწვრთნელებსა და მსაჯებთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება

კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება. პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას ყველა ბრალდებულთან აფორმებს, თუმცა განსხვავებული პირობებით. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, 5 ბრალდებულიდან საპატიმრო სასჯელს მხოლოდ სამი მოიხდის. კერძოდ, საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთვნელი ვაჟა კვარაცხელია, ამავე კლუბის თანამფლობელი თემურ დათიკაშვილი და მსაჯი ზაზა მაჩალაძე 6 თვიან სასჯელს მოიხდიან, რის შემდეგაც მათ 1 წლიანი პირობითი მსჯავრი დაედებათ. რაც შეეხება დარჩენილ ორ ბრალდებულს - ძმებ ირაკლი და დავით ბერიშვილებს, მათ მხოლოდ პირობითი მსჯავრი დაედებათ.

საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთი ბრალდებულის, ზაზა მაჩალაძის ადვოკატმა დაუდასტურა. შოთა მანელიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა საპროცესო შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერა და ახლა ის სასამართლომ უნდა დაამტკიცოს.

"არის ეს მონახაზი. მივდივართ საპროცესო შეთანხმების გაფორმების დასრულებისკენ. საუბარია 6 თვიან რეალურ სასჯელზე, საიდანაც 2 თვე უკვე მოხდილი აქვს ზაზა მაჩალაძეს. ასევე დაეკისრება 5 ათას ლარიანი ჯარიმა და 1 წლიანი პირობითი მსჯავრი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" შოთა მანელიძემ.

გარიგებული მატჩების საქმეზე კალათბურთის მსაჯები და საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. საერთო ჯამში, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე აყვანილია 5 პირი. უფრო კონკრეტულად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე მატჩის ჩაწყობის შედეგად ბრალდებულებმა ჯამში 36 ათასი ლარი მიიღეს. დაკავებული 5 პირიდან 2-მა - ირაკლი და დავით ბერიშვილებმა ბრალი აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ხოლო დანარჩენ სამ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ