ხანძარი ხულოში - 7-სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა

ხანძარი ხულოში - 7-სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა

ხულოში, სოფელ საციხურაში მუშამბაძეების 7-სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც ხულოს მერმა გოჩა მელაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, დაზარალებული ოჯახი მეზობელს აფარებს თავს. მისივე ინფორმაციით, მუშამბაძეების ოჯახის მდგომარეობას ხულოს მერიის შესაბამისი სამსახური შეისწავლის და სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი დახმარება გაეწევათ.

თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენაც ვერ შეძლეს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია