ქალაქი, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს

ქალაქი, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს

ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე პატარა ქალაქში მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს, ის ამ ქალაქის მერიც არის და გადასახადებსაც საკუთარ თავს უხდის.

ქალაქი მანოვი, რომელიც სამხრეთ დაკოტასა და ნებრასკას შტატების საზღვარზე მდებარეობს, თავის დროზე რკინიგზის სადგურის გაჩერება იყო. ქალაქში არის მიტოვებული ეკლესია და რამდენიმე დანგრეული ნაგებობა.

ქალაქის ერთადერთი მცხოვრები 84 წლის ქალი, სახელად ელსი ეილერია, რომელიც საკუთარ ბარში მუშაობს, სადაც დაგხვდებათ წარწერა - "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მსოფლიოში სახელგანთქმულ მანოვის ტავერნაში! ყველაზე ცივი ლუდი ქალაქში."

ელსი ეილერს მეუღლე 2004 წელს გარდაეცვალა, თუმცა

მან ქალაქი არ დატოვა და დღეს მანოვი ამერიკის მასშტაბით ერთადერთი დასახლებული პუნქტია, რომელსაც მხოლოდ ერთი მაცხოვრებელი ჰყავს. უფრო მეტიც, ეილერი ამ ქალაქის მერიც არის, ადვოკატიც, ხაზინის ხელმძღვანელიც, ბიბლიოთეკარიც და ბარმენიც. განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს