ქობულეთში ცოლმა ქმარი დაჭრა - მამაკაცს ჭრილობები გულ-მკერდისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული

ქობულეთში ცოლმა ქმარი დაჭრა - მამაკაცს ჭრილობები გულ-მკერდისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული

ქობულეთში ცოლმა ქმარი დაჭრა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაჭრილი 31 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქობულეთის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა ირინა დოლიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, რომელსაც გულმკერდისა და მუცლის არეში ჭრილობები აქვს მიყენებული.

"პაციენტი ინტენსიური მკურნალობის კურსს გადის. რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას ქირურგიული ჩარევები ჩაუტარდა. 31 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, ბასრი იარაღით გულმკერდისა და მუცლის ღრუშია დაჭრილი", - აცხადებს ირინა დოლიძე.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის” 19.108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ინცინდენტი ოჯახურმა კონფლიქტმა გამოიწვია.

ეჭვმიტანილის დასაკავებლად მოსამართლის განჩინების საფუძველზე შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს