"სამწუხარო რეალობის წინაშე ვართ - დაახლოებით 6 მილიონ კვადრატულ მეტრზე მშენებლობების ნებართვები უკვე გაცემულია"

"სამწუხარო რეალობის წინაშე ვართ - დაახლოებით 6 მილიონ კვადრატულ მეტრზე მშენებლობების ნებართვები უკვე გაცემულია"

სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ - დაახლოებით 6 მილიონ კვადრატულ მეტრზე მშენებლობების ნებართვებია გაცემული, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, არის კონკრეტული სამშენებლო პროექტები, რომლებიც წლების წინ დამტკიცდა, მაგრამ მათი განხორციელება ქალაქისათვის დამაზიანებელი იქნება.

“საჩივრები შემოდის. მათ ჩვენი შესაბამისი საქალაქო სამსახური განიხილავს. ეს ჩვეულებრივი პროცესია. არის კონკრეტილი შემთხვევები, სადაც მოსახლეობა არის წინააღმდეგი, რომ კონკრეტული შენობა-ნაგებობა აშენდეს. არის შემთხვევები, სადაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს კონკრეტულ ლოკაციაზე მშენებლობა იმ კონკრეტული პროექტით, რომელიც შეიძლება წლების წინ იქნა შეთანხმებული და დამტკივებული, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ სახით კონკრეტული პროექტების განხორციელება შეუძლებელი და დამაზიანებელი იქნება ქალაქისათვის. ჩვენ თითოეული პროექტის განხილვა ინდივიდუალურად გვიწევს. ეს საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა. ბევრია ასეთი შემთხვევა. სამწუხარო რეალობის შინაშე ვდგავართ, რადგან დაახლოებით 6-მილიონ კვადრატულ მეტრზე არის მშენებლობების ნებართვები გაცემული“, - განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები