ყოფილი "მიხაილოვის საავადმყოფოში" ხანძრის გაჩენის მომენტში, სავარაუდოდ, არავინ იმყოფებოდა

ყოფილი "მიხაილოვის საავადმყოფოში" ხანძრის გაჩენის მომენტში, სავარაუდოდ, არავინ იმყოფებოდა

ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფოში, სადაც ხანძარი გაჩნდა, ინციდენტის მომენტში, სავარაუდოდ, არავინ იმყოფებოდა.

როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აცხადებენ, შენობა არ ფუნქციონირებს და ის დაკეტილი იყო. შესაბამისად, მათი ვარაუდით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ხანძარი შენობის სახურავზე გაჩნდა. ცეცხლის ლოკალიზებას 12 სამაშველო-სახანძრო ბრიგადა ცდილობს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია