წყლის ტემპერატურის მატება სოფელ სკრაში კიდევ ერთ ოჯახში დაფიქსირდა

 წყლის ტემპერატურის მატება სოფელ სკრაში კიდევ ერთ ოჯახში დაფიქსირდა

ამ ეტაპზე პირველადი დაკვირვება დავასრულეთ, ღამეა და სხვა სამუშაოების შესრულებაში ხელი გვეშლება, თუმცა, ფაქტია, რომ ჭაში წყლის ტემპერატურა მატულობს, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა ომარ გოგრიჭიანმა.

მისი თქმით, ხვალ იმის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას, როგორი ვითარება იქნება და წყლის რა ტემპერატურა დაფიქსირდება. "ფაქტია ისიც, რომ ჭაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არანაირი ელექტრომოწყობილობა აღარ არის. ოჯახთან სატელეფონო კავშირი გვექნება და ინფორმაციას ინტენსიურად მოგვაწვდიან", - აცხადებს გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი ომარ გოგრიჭიანი.

ადგილობრივების განცხადებით, კახა მახარაშვილის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მცხოვრებთა ჭებიც შემოწმდა და წყლის ტემპერატურის მომატება კიდევ ერთ ოჯახში, ვალერი მახარაშვილის სახლის ეზოში მდებარე ჭაშიც დაფიქსირდა.

"ამ უბანში ყველგან შეამოწმეს ჭებში სასმელი წყლის ტემპერატურა და კიდევ ერთგან, კერძოდ, ვალერი მახარაშვილის კუთვნილ ჭაში მოიმატა წყლის ტემპერატურამ. ამჟამად +11 გრადუსია, კახა მახარაშვილთან კი, სადაც დღეს ჭა სრულად დავცალეთ, წყლის დონის მატებასთან ერთად, ტემპერატურაც მატულობს, აქ +22 გრადუსია", - აცხადებს დაჩი მშვიდობაძე.

წაიკითხეთ: უჩვეულო მოვლენა გორში - სოფელ სკრაში, ჭაში სასმელი წყალი გაცხელდა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი