სოფელ სკრაში, სადაც ჭაში წყალი გაცხელდა, გეოლოგები იმყოფებიან და ვითარებას სწავლობენ

 სოფელ სკრაში, სადაც ჭაში წყალი გაცხელდა, გეოლოგები იმყოფებიან და ვითარებას სწავლობენ

სოფელ სკრაში, სადაც მახარაშვილების საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე მდებარე ჭაში წყალი გაცხელდა, ამ წუთებში გარემოს დაცვის სააგენტოს სპეციალისტები იმყოფებიან.

დღეს მახარაშვილებმა ჭიდან წყალი სრულად ამოტუმბეს, თუმცა, მას შემდეგ, რაც ჭის შევსება დაიწყო, ტემპერატურა კვლავ მაღალი აღმოჩნდა. "მას შემდეგ, რაც დაფიქსირდა, რომ ჭაში სასმელი წყლის ტემპერატურამ +38 გრადუსს მიაღწია, გადავწყვიტეთ, ჭა დაგვეცალა, წყალი სრულად ამოვტუმბეთ, ახლა კვლავ დაიწყო შევსება, წყლის დონე უკვე 1 მეტრს აჭარბებს და ტემპერატურაც ისევ იმატებს, ამ წუთებში, წყალი + 22 გრადუსია. არანაირი წყლის საქაჩი ძრავი ან სხვა ელექტრომოწყობილობა ჭაში დამონტაჟებული არ არის, ვერაფრით ვხვდებით, რა ხდება. ახლა გეოლოგები ჩამოვიდნენ და იმედი მაქვს, რომ რამე გაირკვევა", - აცხადებს კახა მახარაშვილი.

ამ ეტაპზე, სპეციალისტები, ნაადრევი დასკვნების გაკეთებისგან თავს იკავებენ. "ადგილზე ვსწავლობთ ვითარებას, დაკვირვებას ვახდენთ წყლის ტემპერატურასა და სხვა ფაქტორებზე, ამჟამად +22 გრადუსია. სოფელ სკრაში ამ ტერიტორიაზე გეოლოგიური გარემო ისეთი გახლავთ, რომ ბუნებრივი ცხელი წყლები წესით არ უნდა იყოს, ამიტომ, შესწავლა მიმდინარეობს და დასკვნების გაკეთებასაც მოგვიანებით შევძლებთ", - განაცხადა გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა ომარ გოგრიჭიანმა.

სოფელ სკრაში მახარაშვილების ოჯახის კუთვნილ ჭაში წყლის ტემპერატურის მატება სამი დღის წინ შენიშნეს. დღეს დილით კი +38 გრადუსს მიაღწია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი