"ქალმა კარგი ქმარი უნდა ამოარჩიოს და დედამთილთან არ უნდა იცხოვროს" - როგორია "მანანა დეიდას" რეალური ცხოვრება

"ქალმა კარგი ქმარი უნდა ამოარჩიოს და დედამთილთან არ უნდა იცხოვროს" - როგორია "მანანა დეიდას" რეალური ცხოვრება

ეს ქოთქოთა დედამთილი რამდენიმე წელია სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" რძალ-დედამთილი თემაზე სალაპარაკოს არ ულევს მაყურებელს. მედეა ლორთქიფანიძემ ხალხის დიდი სიყვარული გამოჩენისთანავე მოიპოვა. როგორია "მანანა დეიდას" რეალური ცხოვრება, როგორი რძალი იყო თავად და როგორ გრძნობს თავს სიდედრის ამპლუაში?

- ბოლო დროს შეუძლოდ გავხდი, გული ძალიან მაწუხებდა და ამ სერიებში აღარ ვაჩანვარ... რატომღაც რძლებს ჰგონიათ, რომ ფილმში ცუდი დედამთილი ვარ! კაცო, ვასმევ, ვაჭმევ, ოჯახს თავზე ვარ გადაყოლილი და კიდევ ცუდი დედამთილი რატომ ვარ, ამიხსენით?! უნიჭიერესი ქალია ქეთი დევდარიანი. მას თითქმის საერთოდ ვერ ვხედავთ, მოგვაყრის ხოლმე გამზადებულ სცენარს და თვითონ არ ჩანს... რომ ვეკითხებით, მომვალ სერიაში რა გვექნებაო, არ ვიცი ჯერო, გვეუბნება...

- რეალურ ცხოვრებაში ჰგვხართ თქვენს გმირს?

- რეალურად კიდევ უფრო რბილი ხასიათის ვარ! ჩემი სიძისთვის ცხოვრებაში ხმამაღალი არ მითქვამს. ქალი დავბერდი და ჩემს ცხოვრებაში არავისთან მიჩხუბია. ჩემი შვილის ამხანაგები ჩემი მეგობრები არიან. გაბრაზებასაც კი ვერ ვახერხებ და ხანდახან ვფიქრობ, ნეტავ ხომ კარგად ვარ-მეთქი. შეიძლება, რაღაც მწყინს კიდეც, მაგრამ მერე არც მახსოვს, რა მოხდა და როგორ იყო... ჩემთან დილით რომ შემოხვიდეთ, ყავას ვსვამთ მთელი სამეზობლო და ვლაპარაკობთ.

- ოჯახი როგორ შექმენით, სად გაიცანით თქვენი მომავალი მეუღლე?

- ჩემი მეგობარი ავად გახდა და მას საავადმყოფოში წავყევი. იქ პროფესორი რომ შემოვიდა, ისე ამხედ-დამხედა, მივხვდი, რომ მოვეწონე. ტუჩები გააწკლაპუნა და ეტყობოდა, ინტერესით რომ მიყურებდა... ოჯახი მალევე შევქმენით, მერე გავხდი გიჟი დედა და გადარეული ბებია...განაგრძეთ კითხვა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები