მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ყველაზე ლამაზი ცოლები და ყოფილი ცოლები

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ყველაზე ლამაზი ცოლები და ყოფილი ცოლები

ადამიანს სხვისი ცხოვრების განხილვა ყოველთვის უყვარდა, განსაკუთრებით თუ ეს მდიდარ ადამიანებს ეხება.

ვებ-გვერდი hooch.net წარმოგიდგენთ იღბლიან ქალბატონებს, რომლებიც მდიდარ მამაკაცებზე არიან დაქორწინებულები, ან იყვნენ.

ტომ ბრედი და ჟიზელ ბუნდჰენი

ამერიკული ფეხბურთის ისტორიაში ტომ ბრედი წარმატებულ სპორტსმენად ითვლება. ის 2017 წელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შეჯიბრის - ამერიკული სუპერთასის (Super Bowl) მეოთხედ საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ბრედი სუპერმოდელ ჟიზელ ბუნდჰენზეა დაქორწინებული. ტომ ბრედის ქონება 180 მილიონი დოლარია, მაშინ, როდესაც მისი მეუღლის ქონება 360 მილიონ დოლარს შეადგენს.

ჯონ პოლ დეჟორია და ელიზა ბროდი

ჯონ პოლ დეჟორია ბერძენ-იტალიური წარმოშობის ამერიკელი მილიარდერია, რომელმაც კალიფორნიაში ცხოვრება იმიგრანტის სტატუსით დაიწყო. ის ოდესღაც ქუჩის ცხოვრების ნაწილი იყო, თუმცა, როდესაც მათემატიკის მასწავლებელმა უთხრა, რომ ის ვერაფერს ვერ მიაღწევდა, გადაწყვიტა ცხოვრებაში ყველაფერი შეეცვალა. ახლა იგი კომპანიის თანადამფუძნებელია, რომელიც თმის მოვლის საშუალებების პროდუქტს აწარმოებს.

მილიარდერი დაქორწინებულია მსახიობ ელიზა ბროდიზე, რომელიც 1988 წელს "ფლეიბოის" გარეკანზეც მოხვდა. მათ ოთხი საერთო შვილი ჰყავთ.

მერაია ქერი და ჯეიმს პაკერი

მომღერალი მერაია ქერისა და მილიარდერი ჯეიმს პაკერის ნიშნობა ქორწილამდე არ მისულა. ორივე მათგანმა გადაწყვიტა თავის გზაზე წასულიყვნენ. როგორც უცხოური პრესა წერს, პაკერი მიხვდა, რომ მერაია მის "გაქურდვას" აპირებდა. განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება