ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერუ დაშორდნენ - უბრუნდება თუ არა ჯენი ბრედ პიტს?

ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერუ დაშორდნენ - უბრუნდება თუ არა ჯენი ბრედ პიტს?

ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერუ თითქმის სამწლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ, ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ყოფილმა მეუღლეებმა საერთო განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილება ორივემ ერთად მიიღო გასული წლის ბოლოს.

მსახიობები აღნიშნავენ, რომ ისინი საუკეთესო მეგობრები არიან, თუმცა ქორწინება დაასრულეს.

49 წლის ენისტონი და 46 წლის ტერუ 2015 წლის აგვისტოში დაქორწინდნენ.

ჯენიფერი, რომლის ქორწინება ბრედ პიტთანაც დაშორებით დასრულდა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკელი მსახიობია. დაშორების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის პარალელურად გაჩნდა ვარაუდი, რომ ის ყოფილ ქმართან, ბრედ პიტთან ბრუნდება.

პიტმა ენისტონი 2005 წელს ანჯელინა ჯოლის გამო მიატოვა, ანჯელინას კი 2016 წელს დაშორდა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება