ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს ვახტანგ ჯოხაძე უხელმძღვანელებს. ჯოხაძის კანდიდატურა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში წარადგინა. მისი განცხადებით, აღნიშნული კანდიდატურა განსახილველად დედაქალაქის საკრებულოს გადაეგზავნება.

კალაძემ ჯოხაძის წარდგენისას ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის სამომავლო საქმიანობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ აღნიშნული სამსახური ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან მჭიდრო კოორდინაციით შეიმუშავებს და განახორციელებს ურბანული განვითარების პოლიტიკას.

"ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ქალაქის ქაოტური განაშენიანება ეს არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა დედაქალაქში. არსებული გამოწვევების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მერიამ უზრუნველყოს ქალაქის ურბანული განვითარების სწორი ხედვის ჩამოყალიბება და ურბანული პოლიტიკის განსაზღვრა. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ არქიტექტურის სამსახურიდან გამოვყავით და შევქმენით ურბანული განვითარების ახალი სამსახური, რომელიც ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან მჭიდრო კოორდინაციით შეიმუშავებს და განახორციელებს ურბანული განვითარების პოლიტიკას. მინდა წარმოგიდგინოთ ახალი საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ ჯოხაძის კანდიდატურა, რომელიც გადაეგზავნება თბილისის საკრებულოს. ვახტანგ ჯოხაძე პროფესიით ურბანისტია, სივრცით დაგეგმვისა და სამშენებლო საქმიანობის ექსპერტი. აქვს ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება, როგორც კერძო სექტორში, ისე საჯარო სამსახურში. ასევე შესრულებული აქვს მნიშვნელოვანი პროექტები სივრცითი მოწყობისა და ქალაქგეგმარების მიმართულებით", - განაცხადა კახა კალაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."