დოდო გუგეშაშვილი საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე, შვილის დაკრძალვაზე მიიყვანეს

დოდო გუგეშაშვილი საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე, შვილის დაკრძალვაზე მიიყვანეს

ღუდუშაურის კლინიკიდან დოდო გუგეშაშვილი რეანიმობილით შვილის დაკრძალვაზე, საბურთალოს ძმათა სასაფალოზე გადაიყვანეს. როგორც ჟურნალისტებს დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა დავით მუხიგულმა განუცხადა, დოდო გუგეშაშვილის ვაჟს ნოდარ გუშეშაშვილს 15:00 საათზე დაკრძალავენ. მუხიგულის განმარტებით, დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

იხილეთ კადრები დაკრძალვიდან

"დოდოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გუშინ, როდესაც პანაშვიდზე იყო, ნერვიულობაზე წნევამ აუწია, მაგრამ ექიმები მზადყოფნაში არიან, რომ არ იყოს ნერვული სტრესი. 15:00 საათზე იქნება დაკრძალვა. სამ საათამდე იქ გვეყოლება და მერე ისევ დავაბრუნებთ კლინიკაში. მას ამ დრომდე არ უსაუბრია მომხდარის მოტივებზე, უბრალოდ ის თქვა, რომ არავითარი პოლიტიკური ფაქტორი არ არის", - განაცხადა დავით მუხიგულმა.

იხილეთ: ემოციური კადრები - დოდო გუგეშაშვილს მალხაზ მაჩალიკაშვილმა მიუსამძიმრა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."