"ის ჩემთვის ცხოვრების სიყვარულია" - რას ამბობენ მეუღლეებზე ქმრები, ვისმა ოჯახებმაც დროს გაუძლო

"ის ჩემთვის ცხოვრების სიყვარულია" - რას ამბობენ მეუღლეებზე ქმრები, ვისმა ოჯახებმაც დროს გაუძლო

გოეთემ თქვა: სიყვარული იდეალური მცნებაა, ქორწინება რეალური. რთულია არ დაეთანხმო, რადგან დიდი სიყვარული ზოგჯერ, სწორედ მაშინ ინგრევა, როცა წყვილი ერთად ცხოვრებას იწყებს და ის, რაც მანამდე ზღაპრული იყო, სხვანაირი ხდება. თუმცა ქორწინება ყოველთვის ასე როდის მთავრდება? ნამდვილად იდეალური სიყვარულიც არსებობს, რომელიც ყველაფერს უძლებს და უფრო იდეალური ხდება.

ამბობენ, რომ სიყვარულს კონკრეტული თარიღები არ სჭირდება, რადგან ეს გრძნობა ყოველდღე დღესასწაული უნდა იყოს. ასეა თუ ისე, 14 თებერვალს თითქმის ყველა აღნიშნავს.

ქართულ რეალობაში, მითუმეტეს ცნობილ ადამიანებში, იშვიათად ნახავთ ისეთ ოჯახებს, რომელმაც დროს გაუძლო და სადაც ისევ ისე უყვართ ერთმანეთი, როგორც მაშინ, როცა სიყვარული იწყებოდა. თუმცა გამონაკლისებიც არსებობენ...

იმედო კახიანი 56 წელია საყვარელ ქალზეა დაქოწინებული. მის ახალგაზრდობაში ვალენტინობას არ აღნიშნავდნენ, თუმცა ამბობს, რომ ეს საჭირო სულაც არ იყო:

"განა ყოველი დღე სიყვარულისთვის არაა? რა საჭიროა მხოლოდ ერთს ერქვას ასე? ჩვენს ახალგაზრდობაში ვალენტინობას არ აღვნიშნავდით. ისიც ბევრს ნიშნავდა, რომ 1962 წელს ჯვარი სიონის ტაძარში დავიწერეთ და ეს არაა მხოლოდ ფორმალობა. ის კაცს გავალდებულებს შეასრულო საკურთხეველთან დადებული ყველა პირობა. რა თქმა უნდა, ამ ხნის განმავლობაში იყო უთანხმოებები, მაგრამ ურთიერთპატივისცემა არასდროს დაგვიწყებია. ფლორა ჩემთვის ცხოვრების სიყვარულია, ახლა მეუბნება რომ ჩემი ბებიაცაა და მივლის.

კახა მამულაშვილი: ვალენტინობას ყოველ დღე აღვნიშნავთ. 14 თებერვალთან დაკავშირებით ლელასგან განსაკუთრებულს არაფერს ველოდები. ჩემი მეუღლე ჩემი საუკეთესო მეგობარიცაა და ჩვენს ურთიერთობაში მთავარი ნდობაა. განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება