როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს ახლა "იზაურა"

როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს ახლა "იზაურა"

ბრაზილიელი მსახიობი ლუსელია სანტოსი ცნობილი 1976 წელს გახდა, როდესაც ეკრანებზე გამოვიდა სერიალი "მონა იზაურა". ჯერ კიდევ დამწყები მსახიობი სერიალში მთავარ როლს ასრულებდა - იზაურა საკუთარი თავისუფლებისა და სიყვარულისთვის იბრძოდა, ლუსელიამ მაყურებლების გული არა მხოლოდ ბრაზილიაში, არამედ - მთელს მსოფლიოში მოიგო.

სერიალი ძალიან პოპულარული იყო საბჭოთა კავშირშიც, სადაც "მონა იზაურა" ცენტრალური ტელეარხებით გადაიცემოდა.

ტელენოველას წარმატების შემდეგ სანტოსს უამრავი შეთავაზება ჰქონდა სერიალებსა თუ ფილმებში. ამასთან, 1980 წელს 23 წლის მსახიობმა იმიჯის შესაცვლელად ბრაზილიური "ფლეიბოისთვის" შიშველმა იპოზიორა.

ახლა ლუსელია 60 წლისაა და კვლავ არაჩვეულებრივად გამოიყურება. სანტოსს ცხოვრების აქტიური რეჟიმი აქვს. ის მარტო ცხოვრობს და ჰყავს შვილი - მსახიობი პედრო ნეშლინგი.

"მონა იზაურას" ვარსკვლავი ბუდიზმის აღმსარებელია და ხშირად სტუმრობს რიოში კრიშნაიდურ ტაძარს, რომელსაც ქალაქში მისთვის ყველაზე საყვარელ ადგილს უწოდებს.

ლუსელიას ძალიან უყვარს ცხოველები და ბევრს მოგზაურობს.

35 ფრაზა, რომელიც სიმშვიდის მოპოვებაში დაგეხმარებათ

როგორი იქნება 2020 წელი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით

75 წლის ქალმა იმშობიარა - ბავშვის წონა 600 გრამია