შვილის გარდაცვალების შესახებ გუგეშაშვილს მეგობრები ხვალ ეტყვიან

შვილის გარდაცვალების შესახებ გუგეშაშვილს მეგობრები ხვალ ეტყვიან

ხვალ, დაახლოებით 15-დან 17 საათამდე, დოდო გუგეშაშვილს რეანომობილით ძმის სახლში გადაიყვანენ, სადაც მისი შვილია გადასვენებული. ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკასთან დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა ირაკლი შიხიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

შიხიაშვილის თქმით, ექიმებთან მოლაპარაკების შედეგად გადაწყვიტეს, დაჭრილ გუგეშაშვილს შვილის გარდაცვალების შესახებ ხვალ უთხრან, შემდეგ კი სამედიცინო პერსონალთან ერთად რეანომობილით პანაშვიდზე მიიყვანენ. ექიმი და ექთანი იზრუნებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დამძიმდეს.

"დღეს ვაპირებდით დოდოსთვის გვეთქვა საშინელი სინამდვილე, რაც ყველა შემთხვევაში სათქმელია. მაგრამ ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, გადავწყვიტეთ ხვალ ვუთხრათ. ბუნებრივია, ხვალ ის მოინდომებს საავადმყოფოდან გამოსვლას, რათა შვილის ცხედარი ნახოს", - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

შიხიაშვილის თქმით, ასევე, უზრუნველყოფილია დოდო გუგეშაშვილის უსაფრთხოება, რისთვისაც სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი