"დაკავების შემდეგ ცოტა კისერი მტკივა..." - სააკაშვილის ექსტრადირებას საქართველო ამჯერად პოლონეთისგან მოითხოვს

"დაკავების შემდეგ ცოტა კისერი მტკივა..." - სააკაშვილის ექსტრადირებას საქართველო ამჯერად პოლონეთისგან მოითხოვს

მე ვრჩები უკრაინელ პოლიტიკოსად, ისევე როგორც ვრჩები ქართველად და აუცილებლად აღვიდგენ უკრაინის მოქალაქეობას, - ამის შესახებ ვარშავაში მიმდინარე პრესკონფერენციაზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

"ჩემი მოშორების მცდელობა უბრალოდ განწირულია მარცხისთვის. მე ვრჩები უკრაინელ პოლიტიკოსად, ისევე როგორც ვრჩები ქართველად, და აუცილებლად აღვიდგენ უკრაინის მოქალაქეობას. გუშინდელი დაკავების შემდეგ ცოტათი კისერი მტკივა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს კისრის ტკივილი გაივლის, უკრაინელ ოლიგარქებს კი მე კისერს მოვტეხ აუცილებლად", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების წამყვანი პირები ამ უკანონობისთვის პასუხს აგებენ.

"მე მაქვს შესაბამისი გამოცდილება და ვიცი, როგორ უნდა იმუშაოს ციხეებმა, ამიტომ მე ვპირდები პეტრო პოროშენკოს, იური ლუცენკოს, არსენ ავაკოვსა და რინატ ახმეტოვს, რომ ისინი უკრაინის ციხეებში მოხვდებიან", - აღნიშნა სააკაშვილმა.

მიისვე თქმით, პოროშენკო საბჭოთა კავშირის ტიპიური პროდუქტია და შესაბამისად ფიქრობს.

"თანამედროვე ტექნოლოგიებისა და გადაადგილების პირობებში ევროპაშიც ისეთივე ეფექტური ვიქნები, როგორც უკრაინაში ვიყავი. უკრაინაში დამდევდნენ, მითვალთვალებდნენ, აქ თავისუფალი და 10-ჯერ უფრო საშიში ვარ, ვიდრე უკრაინაში ვიყავი", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საპროტესტო აქციების ორგანიზებას აპირებს.

"მჯერა, ერთად მოვაწყობთ საპროტესტო მოძრაობას და ოლიგარქებს ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას. ეს საპროტესტო მოძრაობა გაიზრდება. პოროშენკო თავისი ფეხით უნდა გავუშვათ იმ საკანში, სადაც მე ვიჯექი" , - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობას აპირებს.

"თუ ადამიანს ბრალს სდებენ სახელმწიფო გადატრიალებაში, მას ქვეყნიდან არ აძევებენ. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. უცოდინარი უნდა იყო, რომ ქვეყნიდან ის ადამიანი გააძევო, რომელსაც ბრალი ედება მძიმე დანაშაულში. კითხვას ვსვამ, გამასამართლებენ თუ არა უკრაინის სასამართლოში? როგორ აპირებთ ამას? პოროშენკოს სულ არ აწუხებს უკრაინის კანონები. დამაბრუნეთ უკრაინაში. მე მინდა, რომ უკრაინაში გამასამართლონ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან ასევე მიმართა უკრაინელებს და განაცხადა, რომ მათ "პათოლოგიური მატყუარები მართავენ".

"ჩემო ძვირფასო უკრაინელებო, თქვენ პათოლოგიური მატყუარები გმართავენ. ისინი არ იმსახურებენ უკრაინისნაირად დიად ქვეყანას მართავდნენ. პოროშენკოს ჩემი ეშინია, ვინაიდან ჩემი მოსყიდვა შეუძლებელია და მე არასოდეს შევდივარ გარიგებაში ოლიგარქებთან. პირიქით, მე მათ მთელი ცხოვრება ვებრძვი", - დასძინა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."