მოსკოვთან ახლოს სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - "მგზავრების გადარჩენის შანსი არ არის"

მოსკოვთან ახლოს სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - "მგზავრების გადარჩენის შანსი არ არის"

"სარატოვის ავიახაზების" კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვის "დომოდედოვოს’ აეროპორტიდან "ორსკის მიმართულებით მიფრინავდა, ჩამოვარდა. ამის შესახებ "ინტერფაქსს" წყარომ განუცხადა.

"თვითმფრინავი, სავარაუდოდ, სოფელ არგუნოვოსთან აფრენიდან ორი წუთის შემდეგ ჩამოვარდა. ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრების გადარჩენის შანსი არ არის", - განაცხადა სააგენტოს წყარომ.

მანამდე, წყარომ "ინტერფაქსს" აცნობა, რომ "ან-148" ტიპის თვიტმფრინავი რადარებიდან გაქრა. ეკიპაჟთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ბორტზე 71 ადამიანი - 65 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. მგზავრებს შორის ერთი ბავშვია.

თვითმხილველებმა ექსტრემალურ სამსახურებს პოდმოსკოვიეში, რამენსკის რაიონში თვითმფრინავის ვარდნის შესახებ შეატყობინეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი 7 წლის იყო.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"