"ბედნიერების დაკარგვა მამაკაცს უფრო უჭირს" - პაატა ხაჩიძე ცოლს შეურიგდა

"ბედნიერების დაკარგვა მამაკაცს უფრო უჭირს" - პაატა ხაჩიძე ცოლს შეურიგდა

ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" წევრის, პაატა ხაჩიძის და მისი მეუღლის, ლილე გულორდავას ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ერთწლიანი გაშორების შემდეგ, წყვილი შერიგდა.

პაატამ ამ პერიოდში ბევრი რამე გადააფასა, ოჯახურ ცხოვრებას სხვა კუთხით შეხედა, შეიძლება ითქვას თვალი აეხილა და ცოლ-ქმარმა ცხოვრების ერთად გაგრძელება მოულოდნელად გადაწყვიტა.

- გაშორებაზე ხმამაღლა საუბარს ყოველთვის თავს არიდებდით, განსაკუთრებით კი თქვენ, ლილე. ამ თემაზე საუბარი ალბათ ძალიან გიმძიმდათ.

ლილე: მიმაჩნია, რომ ჩემსა და პაატას შორის რაც მოხდა, საჯარო განხილვის თემა არ უნდა ყოფილიყო, რადგან

ეს საკითხი მხოლოდ ჩვენ ორს გვეხებოდა. პრესიდანაც და ტელევიზიიდანაც მირეკავდნენ. თუმცა ამ თემაზე უარს ვამბობდი. ის რაც ორ ადამიანს პირადად ეხება, არ მიმაჩნია, რომ მასამ უნდა იცოდეს.

პაატა: ამ ხნის განმავლობაში არაერთ გადაცემაში ვიყავი სტუმრად და ჩვენს ურთიერთობაზე საერთოდ არაფერი მითქვამს. ეს თემა დახურული იყო. პირად ცხოვრებას რაც უფრო მოვუფრთხილდებით, მით უფრო უკეთესად წარიმართება.

- როგორი იყო ერთმანეთის გარეშე გატარებული ერთი წელი? როგორ გაუძელით ამ გამოცდას?

პაატა: ძალიან რთული პერიოდი გავიარე. პირველ რიგში ლილეს გარეშე გამიჭირდა. მისი სითბო და სიყვარული მომაკლდა. არავის ვუსურვებ ასეთი დღეების გადატანას. აღსარების ჩაბარებასავით გამომდის, მაგრამ ყველას ვეტყოდი, რომ სიყვარულს, ოჯახს, მეუღლეებს და ბედნიერებას გაუფრთხილდნენ.

ქალისთვის ხომ არის რთული, მაგრამ ბედნიერების დაკარგვა მამაკაცისთვის კიდევ უფრო რთულია.

- მაინც რამ ითამაშა მთავარი როლი, რომ დღეს ისევ ერთად ხართ?

ლილე: ასე ვერ დავწვრილმანდები. ფაქტია, რომ დღეს ერთად ვართ.

პაატა: ფარ-ხმალი არ დამიყრია. გულის სიღრმეში ყოველთვის მჯეროდა, რომ ისევ ერთად ვიქნებოდით, თუმცა იყო პერიოდი, როცა ვფიქრობდი, რომ ლილე საბოლოოდ დავკარგე. არსებობდა სიყვარულის პატარა ნაპერწკალი, რომელსაც გაღვივება სჭირდებოდა. განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება