Spice Girls ბრუნდება და წლის ყველაზე მნიშვნელოვან ქორწილში იმღერებს

Spice Girls ბრუნდება და წლის ყველაზე მნიშვნელოვან ქორწილში იმღერებს

უკვე რამდენიმე დღეა ცნობილი გახდა, რომ ჯგუფი Spice Girl კვლავ გაერთიანდება, ახლახან კი ჟურნალისტებმა გაარკვიეს ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გადაწყვიტეს მუსიკოსებმა, ჯგუფი აღედგინათ. 1990-იანი წლების ყველაზე პოპულარული გოგონების ბენდი პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილში იმღერებს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, მეგან მარკლი წლების წინ ჯგუფის თაყვანისმცემელი იყო.

ჰარი და მეგანი 19 მაისს დაქორწინდებიან. ცერემონიალის დეტალები, სტუმრების ვინაობა და ა.შ. ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.

თუმცა, ცხადია, Spice Girls - ის გაერთიანების მიზეზი მხოლოდ ქორწილი არ არის. ჯგუფი დიდი ტურნეს მოწყობას გეგმავს, საიდანაც, ვარაუდობენ, რომ შემოსავალი 50 მლნ ფუნტი იქნება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება