ოზურგეთში "გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებული მწერლები დიდ ლიტერატურულ საღამოს გამართავენ

ოზურგეთში "გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებული მწერლები დიდ ლიტერატურულ საღამოს გამართავენ

რამდენიმე თვეა, რაც პალიტრა L-ის მიერ ჩატარებული კონკურში, "გახდი ბესტსელერის ავტორი“, გამარჯვებული რომანები გამოიცა. ამ წიგნებმა უკვე ხალხის ძალიან დიდი სიყვარული დაიმსახურა და ბესტსელერთა სიას მიუახლოვდა. ავტორებმა უკვე არაერთი შეხვედრა გამართეს მკითხველთან. ეს პროცესი აქტიურად გრძელდება და ისინი ამჯერად ოზურგეთს ეწვევიან რომანებში მიმოხილულ აქტუალურ თემებზე სასაუბროდ.

შეხვედრები ბიბლუსის "დიდი ლიტერატურული ტურნე 2018-ის“ ფარგლებში იმართება, რომელმაც სტარტი კახეთში, თელავში აიღო და ახლა უკვე ოზურგეთში გადმოინაცვლა.

8 თებერვალს, 16:00 საათზე, გაბრიელ ეპისკოპოსის #3, კაფე "რვას + 1“-ში მკითხველს ხალხის რჩეული, #1 ბესტსელერის, "აღიარება ხელისგულზეს“ ავტორი თათული ღვინიანიძე და კონკურსის ფარგლებში ჟიურის რჩეული "რაფლეზიას“ ავტორი, ელის დოჯსონი შეხვდებიან.

15 თებერვალს კი რიგით მეორე შეხვედრა გაიმართება იმავე ადგილას, კაფე "რვას + 1“-ში. ამჯერად, მკითხველის წინაშე ჟიურის რჩეული ია კარგარეთელი - და ხალხის ფავორიტი შორენა ხუხუა წარდგებიან. ისინი მკითხველს თავიანთი წიგნებიდან "სხვა უდაბნოს საიდუმლო“ და "შემოვალ ეტლით“ საინტერესო ეპიზოდებს წაუკითხავენ.

დიდი სახალხო ლიტერატურული კონკურსი, "გახდი ბესტსელერის ავტორი“ 2017 წელს "გამომცემლობა პალიტრა L“-ის მიერ ჩატარდა. მონაწილე ნამუშევართა უპრეცენდენტო რაოდენობა, 300-მდე რომანის დასაწყისი მკითხველმა და კვალიფიციურმა ჟიურის წევრებმა დამოუკიდებლად შეაფასეს.

საბოლოოდ, კონკურსის შედეგად 4 გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთა რომანებმაც ძალიან მალე ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურა.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს